მოგესალმებით, კვლავ დაგიბრუნდით , რადგან მსურს მოგიყვეთ
ჩვენი სტუმრობის შესახებ მეგობარ სკოლაში, სადაც თანატოლებს და პედაგოგებს გავაცანით
ჩვენი პროექტი.
როდესაც ვესტუმრეთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. საყუნეთის
საჯარო სკოლას ყველა (მოსწავლეები და მასწავლებლები) დიდი ინტერესით ელოდებოდა თუ როდის
დავიწყებდით პრეზენტაციის წარდგენას.
ჩვენ გავაცანით პრეზენტაციები (სასუქების, შხამქიმიკატების
და მათი ბუნებრივი ალტერნატივების შესახებ). შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ბავშვები
და მასწავლებლები ინტერესით გვისმენდნენ და ხშირ-ხშირად ერთვებოდნენ საუბარში და ძალიან
საინტერესო შეხედულებებს გვიზიარებდნენ (ამ თემასთან დაკავშირებით J ).
P.s ამდენი
წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ ჩვენ(მოსწავლეებს) არ გვინდოდა სკოლის დამთავრება
(არ იფიქროთ რომ სკოლა არ გვიყვარს, მაგრამ ბავშვის ბუნება ასეთია J). ეს ჩვენი პროექტის გამო ხდება. არდადეგების დაწყებასთან
ერთად ჩვენი პროექტი დასასრულს უახლოვდება, რაც ძალიან სამწხაროა L
No comments:
Post a Comment