Tuesday, June 16, 2015

სტუმრად საყუნეთის საჯარო სკოლაში

მოგესალმებით, კვლავ დაგიბრუნდით , რადგან მსურს მოგიყვეთ ჩვენი სტუმრობის შესახებ მეგობარ სკოლაში, სადაც თანატოლებს და პედაგოგებს გავაცანით ჩვენი პროექტი. 

როდესაც ვესტუმრეთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. საყუნეთის საჯარო სკოლას ყველა (მოსწავლეები და მასწავლებლები) დიდი ინტერესით ელოდებოდა თუ როდის დავიწყებდით პრეზენტაციის წარდგენას.






ჩვენ გავაცანით პრეზენტაციები (სასუქების, შხამქიმიკატების და მათი ბუნებრივი ალტერნატივების შესახებ). შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ბავშვები და მასწავლებლები ინტერესით გვისმენდნენ და ხშირ-ხშირად ერთვებოდნენ საუბარში და ძალიან საინტერესო შეხედულებებს გვიზიარებდნენ (ამ თემასთან დაკავშირებით J ).

ყველაზე კარგი და ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ ერთ-ერთმა პედაგოგმა ბავშვებს ჰკითხა რა უფრო კარგი იყო, ჯანსაღი წესით, ჯანმრთელად ცხოვრება, მაგრამ ფიზიკური შრომა თუ შხამქიმიკატების(პესტიციდები) გამოყენება და ძალიან ცუდი შედეგის მიღება ადამიანებისთვის. ამ სიტყვებმა ჩვენ ძალიან გაგვახარა და მივხვდით, რომ ნაწილობრივ მაინც შევძელით ჩვენი მიზნის მიღწევა(ადამიანებს დავანახეთ, რომ უმჯობესია ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრება). 



ახლა გვსურს, ჩვენი შეხედულებები გავუზიაროთ ჩვენს თანასოფლელებს, რადგან აქაც მსგავს შედეგს მივაღწიოთ (როგორც საყუნეთშის საჯარო სკოლაში) J J J
P.s ამდენი წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ ჩვენ(მოსწავლეებს) არ გვინდოდა სკოლის დამთავრება (არ იფიქროთ რომ სკოლა არ გვიყვარს, მაგრამ ბავშვის ბუნება ასეთია J). ეს ჩვენი პროექტის გამო ხდება. არდადეგების დაწყებასთან ერთად ჩვენი პროექტი დასასრულს უახლოვდება, რაც ძალიან სამწხაროა L

Wednesday, June 3, 2015

დებატები


    მოგესალმებით, მე თამთა ვარ და ჩვენი საინტერესო აქტივობის -დებატების შესახებ უნდა გიამბოთ. სათათბირო კითხვა იყო : ,, უნდა გამოიყენონ თუ არა ფერმერებმა სასუქები და შხამქიმიკატები სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოსაყვანად ?''.
     დებატები საინტერესოდ წარიმართა. 2 ჯგუფად დავიყავით ,,კი'' და ,,არა''. ერთი ჯგუფი ვსაუბრობდით სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენების აუცილებლობაზე , მეორე ჯგუფი კი მათ უარყოფით მხარეებზე, ბუნებრივ ალტერნატივებზე და ჯანსაღი საკვები პროდუქტების შექმნაზე. რადგან ორივე მხარეს ძლიერი არგუმენტები ქონდათ წარმოდგენილი, ამიტომ ბევრი ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ  და დავიცავით ჩვენი პოზიციები. დებატების და თათბირის  გამოცდილება უკვე გვქონდა. დებატები დიდხანს გაგრძელდა, საბოლოოდ იმაზე შევჯერდით, რომ სასუქებისა და  და შხამქიმიკატების გამოყენება უნდა შემცირდეს,  ბუნებრივი ალტერნატივებით ჩანაცვლდეს და ფერმერებმა ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქცია აწარმოონ.  დრო ვერც კი გავიგეთ ისე ამოგვეწურა, კიდევ ბევრი რამ დაგვრჩა სათქმელი.იმდენად მოგვეწონა ეს აქტივობა, რომ შევთანხმდით ამ თემაზე საუბარს კიდევ გავაგრძელებდით.
p.S.  შემდეგ პოსტში მოგითხრობთ ჩვენი სოფლის ფერმერებთან და მშობლებთან შეხვედრის შესახებ. საინფორმაციო ფურცლებს ვამზადებთ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი და   საჭირო ინფორმაციები შევიტანეთ   ჩვენი პრეზენტაციებიდან, რომლებიც აუცილებლად გამოადგებათ სოფლის მოსახლეობას ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობის უკეთ გააზრებაში.