მოგესალმებით, კვლავ დაგიბრუნდით , რადგან მსურს მოგიყვეთ
ჩვენი სტუმრობის შესახებ მეგობარ სკოლაში, სადაც თანატოლებს და პედაგოგებს გავაცანით
ჩვენი პროექტი.
როდესაც ვესტუმრეთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. საყუნეთის
საჯარო სკოლას ყველა (მოსწავლეები და მასწავლებლები) დიდი ინტერესით ელოდებოდა თუ როდის
დავიწყებდით პრეზენტაციის წარდგენას.
ჩვენ გავაცანით პრეზენტაციები (სასუქების, შხამქიმიკატების
და მათი ბუნებრივი ალტერნატივების შესახებ). შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ბავშვები
და მასწავლებლები ინტერესით გვისმენდნენ და ხშირ-ხშირად ერთვებოდნენ საუბარში და ძალიან
საინტერესო შეხედულებებს გვიზიარებდნენ (ამ თემასთან დაკავშირებით J ).
ყველაზე კარგი და ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ ერთ-ერთმა
პედაგოგმა ბავშვებს ჰკითხა რა უფრო კარგი იყო, ჯანსაღი წესით, ჯანმრთელად ცხოვრება,
მაგრამ ფიზიკური შრომა თუ შხამქიმიკატების(პესტიციდები) გამოყენება და ძალიან ცუდი
შედეგის მიღება ადამიანებისთვის. ამ სიტყვებმა ჩვენ ძალიან გაგვახარა და მივხვდით,
რომ ნაწილობრივ მაინც შევძელით ჩვენი მიზნის მიღწევა(ადამიანებს დავანახეთ, რომ უმჯობესია
ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრება).
ახლა გვსურს, ჩვენი შეხედულებები გავუზიაროთ ჩვენს თანასოფლელებს,
რადგან აქაც მსგავს შედეგს მივაღწიოთ (როგორც საყუნეთშის საჯარო სკოლაში) J J
J
P.s ამდენი
წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ ჩვენ(მოსწავლეებს) არ გვინდოდა სკოლის დამთავრება
(არ იფიქროთ რომ სკოლა არ გვიყვარს, მაგრამ ბავშვის ბუნება ასეთია J). ეს ჩვენი პროექტის გამო ხდება. არდადეგების დაწყებასთან
ერთად ჩვენი პროექტი დასასრულს უახლოვდება, რაც ძალიან სამწხაროა L
No comments:
Post a Comment