Saturday, July 4, 2015

კარტოფილში სხვადასხვა სასუქების აღმოჩენა




1.კალიუმიანი სასუქის აღმოსაჩენად, კალიუმის ქლორიდიანი კარტოფილი დავჭყლიტეთ, გამოვადინეთ წვენი, მას დავასხით ვერცხლის ნიტრატის ხსნარი, მივიღეთ ხაჭოსებრი ლექი ვერცხლის ქლორიდი. ამგვარად აღმოვაჩინეთ ქლორიდ იონი.

კალიუმის იონის აღმოსაჩენად კარტოფილის დაჭყლეტილი მასაჩავყარეთ სინჯარაში და გავახურეთ სანთლის ალზე შევამჩნიეთ იისფერი შეფერილობის ნისლიასეთი შეფერილობა დამახასიათებელია კალიუმიანი ნაერთებისათვის.

2. ფოსფორიანი სასუქებიდან გამოვიყენეთ სუპერფოსფატიწვენი რომელიც მივიღეთ კარტოფილიდან რომელიც შეიცავდა დიდი რაოდენობით ფოსფორიან სასუქსგავფილტრეთ და დავასხით ვერცხლის ნიტრატის ხსნარიმივიღეთ ყვითელი ფერის ვერცხლის ფოსფატის ნალექიამგვარად აღმოვაჩინეთ ფოსფორი.


3. კარტოფილის წვენშირომელიც დიდი რაოდენობით აზოტს შეიცავდა გამოვიყენეთ ამონიუმის ნიტრატიამ წვენს დავასხით ნატრიუმის ტუტის ხსნარიამის შემდეგ შევიგრძენით ამიაკის სუნიამგვარად აღმოვაჩინეთ აზოტი.








Tuesday, June 16, 2015

სტუმრად საყუნეთის საჯარო სკოლაში

მოგესალმებით, კვლავ დაგიბრუნდით , რადგან მსურს მოგიყვეთ ჩვენი სტუმრობის შესახებ მეგობარ სკოლაში, სადაც თანატოლებს და პედაგოგებს გავაცანით ჩვენი პროექტი. 

როდესაც ვესტუმრეთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. საყუნეთის საჯარო სკოლას ყველა (მოსწავლეები და მასწავლებლები) დიდი ინტერესით ელოდებოდა თუ როდის დავიწყებდით პრეზენტაციის წარდგენას.






ჩვენ გავაცანით პრეზენტაციები (სასუქების, შხამქიმიკატების და მათი ბუნებრივი ალტერნატივების შესახებ). შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ბავშვები და მასწავლებლები ინტერესით გვისმენდნენ და ხშირ-ხშირად ერთვებოდნენ საუბარში და ძალიან საინტერესო შეხედულებებს გვიზიარებდნენ (ამ თემასთან დაკავშირებით J ).

ყველაზე კარგი და ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ ერთ-ერთმა პედაგოგმა ბავშვებს ჰკითხა რა უფრო კარგი იყო, ჯანსაღი წესით, ჯანმრთელად ცხოვრება, მაგრამ ფიზიკური შრომა თუ შხამქიმიკატების(პესტიციდები) გამოყენება და ძალიან ცუდი შედეგის მიღება ადამიანებისთვის. ამ სიტყვებმა ჩვენ ძალიან გაგვახარა და მივხვდით, რომ ნაწილობრივ მაინც შევძელით ჩვენი მიზნის მიღწევა(ადამიანებს დავანახეთ, რომ უმჯობესია ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრება). 



ახლა გვსურს, ჩვენი შეხედულებები გავუზიაროთ ჩვენს თანასოფლელებს, რადგან აქაც მსგავს შედეგს მივაღწიოთ (როგორც საყუნეთშის საჯარო სკოლაში) J J J
P.s ამდენი წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ ჩვენ(მოსწავლეებს) არ გვინდოდა სკოლის დამთავრება (არ იფიქროთ რომ სკოლა არ გვიყვარს, მაგრამ ბავშვის ბუნება ასეთია J). ეს ჩვენი პროექტის გამო ხდება. არდადეგების დაწყებასთან ერთად ჩვენი პროექტი დასასრულს უახლოვდება, რაც ძალიან სამწხაროა L

Wednesday, June 3, 2015

დებატები


    მოგესალმებით, მე თამთა ვარ და ჩვენი საინტერესო აქტივობის -დებატების შესახებ უნდა გიამბოთ. სათათბირო კითხვა იყო : ,, უნდა გამოიყენონ თუ არა ფერმერებმა სასუქები და შხამქიმიკატები სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოსაყვანად ?''.
     დებატები საინტერესოდ წარიმართა. 2 ჯგუფად დავიყავით ,,კი'' და ,,არა''. ერთი ჯგუფი ვსაუბრობდით სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენების აუცილებლობაზე , მეორე ჯგუფი კი მათ უარყოფით მხარეებზე, ბუნებრივ ალტერნატივებზე და ჯანსაღი საკვები პროდუქტების შექმნაზე. რადგან ორივე მხარეს ძლიერი არგუმენტები ქონდათ წარმოდგენილი, ამიტომ ბევრი ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ  და დავიცავით ჩვენი პოზიციები. დებატების და თათბირის  გამოცდილება უკვე გვქონდა. დებატები დიდხანს გაგრძელდა, საბოლოოდ იმაზე შევჯერდით, რომ სასუქებისა და  და შხამქიმიკატების გამოყენება უნდა შემცირდეს,  ბუნებრივი ალტერნატივებით ჩანაცვლდეს და ფერმერებმა ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქცია აწარმოონ.  დრო ვერც კი გავიგეთ ისე ამოგვეწურა, კიდევ ბევრი რამ დაგვრჩა სათქმელი.იმდენად მოგვეწონა ეს აქტივობა, რომ შევთანხმდით ამ თემაზე საუბარს კიდევ გავაგრძელებდით.
p.S.  შემდეგ პოსტში მოგითხრობთ ჩვენი სოფლის ფერმერებთან და მშობლებთან შეხვედრის შესახებ. საინფორმაციო ფურცლებს ვამზადებთ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი და   საჭირო ინფორმაციები შევიტანეთ   ჩვენი პრეზენტაციებიდან, რომლებიც აუცილებლად გამოადგებათ სოფლის მოსახლეობას ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობის უკეთ გააზრებაში.








Tuesday, May 26, 2015

პრეზენტაცია სასუქებისა და შხამქიმიკატების ბუნებრივი ალტერნატივების შესახებ



     მოგესალმებით, მე ირაკლი ვარ, მე და  ჩემი ჯგუფის დავალება იყო პრეზენტაციის მომზადება შხამქიმიკატებისა და სასუქების ბუნებრივი ალტერნატივების შესახებ.თითქმის ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული ამ სლაიდ შოუს მომზადებაში.  ინფორმაცია ძირითადად ინტერნეტიდან მოვიძიეთ, იქ ბევრ საინტერესო მასალას წავაწყდით.ასევე გამოვკითხეთ სოფლის მოსახლეობა, რომლებმაც არანაკლებ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. ცოტა გაკვირვებულიც კი დავრჩით, თუ ამდენი რამ იცოდნენ ალტერნატივების შესახებ , მაშინ რატომღა იყენებენ სასუქებს და შხამქიმიკატებს   და ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციას ქმნიან.
      იმედი გვაქვს ჩვენს პრეზენტაციებს სლაიდ შოუების სახით ბევრი ადამიანი გაეცნობა, კიდევ უფრო გაღრმავდება მათი ცოდნა ამ მხრივ, შემცირდება შხამქიმიკატებისა და სასუქების არაგონივრული გამოყენება და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება სოფლად ბიომეურნეობების ჩამოყალიბებისათვის.
     როცა მოსახლეობის გამოკითხვას ვატარებდით, ერთმა ფერმერმა გვიამბო თუ როგორ გამოიყენა  ორგანული სასუქი (ნაკელი) ბიოგაზის  მისაღებად და შექმნა ბიოგაზის დანადგარი, რომლის წყალობითაც  მისი სამზარეულოში გაზქურა მუდამ ენთო. ამ დროისათვის დანადგარი კასრის დაჟანგვის გამო აღარ მუშაობდა. ამან ძალიან დაგვაინტერესა და გაგვიჩნდა იდეა სამომავლოდ აღმომჩენთა კლუბის წევრებმა მსგავსი მცირე ზომის მოწყობილობა გავაკეთოთ.

      ვამაყობთ, რომ  გლობალურ პრობლემაზე მუშაობამ მოგვიწია ამ პროექტის სახით და რაღაც წვლილი ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც  შევიტანეთ ამ პრობლემის მოგვარების პროცესში. 

პრეზენტაციის ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე  (ჩამოტვირთეთ)

პრეზენტაცია სასუქების შესახებ



    მოგესალმებით, მე სალომე ვარ, ჩვენმა ჯგუფმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა სასუქების შესახებ. ინტერნეტიდან და წიგნებიდან მოვიძიეთ ინფორმაციები, განვიხილეთ, გადავახარისხეთ და სლაიდებზე გადავიტანეთ. ასევე ჩავატარეთ  ჩვენი სოფლის მოსახლეობის გამოკითხვა სასუქების გამოყენების ინტენსივობის შესახებ და  მაქსიმალურად ვეცადეთ მოგვეძებნა სასუქების გამოყენების როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი თვისებები, მაგრამ აქცენტი მაინც იმაზე გავაკეთეთ, რომ უარი გამოვუცხადოთ სასუქების გამოყენებას ან გეგმაზომიერად და გონივრულად გამოვიყენოთ და თან ვეცადოთ  მცირე რაოდენობით. ჩვენი პრეზენტაცია ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიაწოდებს ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს.


პრეზენტაციის სანახავად გადადით ბმულზე (ჩამოტვირთეთ)

Friday, May 22, 2015

პრეზენტაცია შხამქიმიკატების შესახებ


     
 მოგესალმებით, მე და ჩემი ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია უნდა წარმოგიდგინოთ, მაგრამ მანამდე რამდენიმე შემთხვევის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რაც პრეზენტაციაში არ არის ასახული. როდესაც ჩემ ჯგუფს პესტიციდების შესახებ ინფორმაციის მოძიება დაგვევალა, ინტერნეტის საშუალებით ბევრი მასალა მოვიძიეთ და რამდენიმე ვიდეოც დავურთეთ, განსაკუთრებით გადავწყვიტე ყურადღება გამემახვილებინა უსაფრთხოების წესებზე და იმ შედეგებზე, რასაც მისი დაუდევარი გამოყენება იწვევს.  პირადად მე განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს პესტიციდების მიმართ რადგან  სოფელში მასთან დაკავშირებით ერთი ცუდი ამბავი მოხდა, ერთმა ფერმერმა ეზოში სარეველა ბალახების გასანადგურებლად ჰერბიციდი გამოიყენა, ჰერბიციდი ხის ქვეშ ჩამოყრილ ბლის ნაყოფზე მოხვდა, რომელიც ოჯახის ხუთი წლის პატარა გოგონამ შეჭამა გაურეცხავად და მისი სიცოცხლე შეიწირა.
      არ შემიძლია კიდევ ერთი შემთხვევა არ გავიხსენო მეზობელი სოფლიდან. გაზაფხულზე, როდესაც გლეხებმა პესტიციდით შეწამლეს ნაკვეთები, პაკეტები რომელშიც ის იყო მოთავსებული, არ გაანადგურეს და შეწამვლის ადგილას დატოვეს. ქარის მეშვეობით ეს პაკეტები იმ ადგილისაკენ გაიფანტა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. ერთმა ბავშვმა ხელში აიღო  დაყნოსა. იმ საღამოს ბავშვი გაყვითლდა და შეუძლოდ გახდა, დროდადრო გონებას კარგავდა, დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში და პირველადი დახმარება გაუწიეს. მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა , ორგანიზმის ინტოქსიკაციამ ღვიძლისა და ელენთის დაზიანება გამოიწვია, ელენთა ამოკვეთეს, ორგანიზმმა ვერ შეძლო შხამისაგან გათავისუფლება, ზრდის პროცესი შენელდა და ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი გაუარესდა. ეს შემთხვევა 5-6 წლის წინ მოხდა და მკურნალობა კვლავ გრძელდება.
       მე მინდა ამ ბავშვს საბოლოო განკურნება ვუსურვო, ხოლო ფერმერებს კი ხმამაღლა მოვუწოდო, რომ  ფრთხილად მოიქცნენ შხამქიმიკატების გამოყენებისას, დაიცვან უსაფრთხოების წესები, უმჯობესია  საერთოდ უარი თქვან მათ გამოყენებაზე , სერიოზულად დავფიქრდნენ უარყოფით შედეგებზე და გაუფრთხილდნენ ადამიანების ჯანმრთელობას.
     ,, ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის ‘’ - ამით იმის თქმა მინდა, რომ სჯობს პატარა, ჭიანი,  შეუხედავი მაგრამ ჯანსაღი პროდუქტი ვარჩიოთ ლამაზ, დიდს, მიმზიდველს  მაგრამ შხამქიმიკატებით მოწამლულ პროდუქტს.

 P.S.  შემდეგ პრეზენტაციებს სულ მალე ირაკლი და სალომე მოგაწოდებენ.

პრეზენტაციის სანახავად გადადით ბმულზე ( სრულად სანახავად ჩამოტვირთეთ)

Thursday, May 21, 2015

შეხვედრა ოსიაურის საჯარო სკოლასთან


  მოგესალმებით, მე ირაკლი ვარ, რამდენიმე დღის წინ ჩვენი პროექტის ,, ჯანსაღი ცხოვრების წესის’’ ფარგლებში სტუმრად ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გვესტუმრნენ. მათ ვიზიტს მოუთმენლად ველოდით.  ბლოგზე მათ პროექტს, ისევე როგორც სხვა სკოლების პროექტებს ინტერესით ვადევნებდით თვალყურს და სიხარულით შევხვდით მათ ჩამოსვლას. ოსიაურელმა  მოსწავლეებმა, მათმა დირექტორმა  და მასწავლებელმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ჩვენი სკოლა, გაეცვნენ ჩვენი ექსპერიმენტს მცენარეებზე და  თავიანთი პრეზენტაციები წარმოგვიდგინეს  მოსაზრებები და შეხედულებები ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ისაუბრეს არასწორი კვების, სწრაფი კვების, გენმოდიფიცირებული საკვების  და მათგან გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების შესახებ, მათი პრეზენტაციებით ბევრი სასარგებლო ინფორმაცია შევიძინეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, აგრეთვე ძალიან მოგვეწონა  მათი სახალისო აქტივობები. მე, თამთას და სალომესაც  მზად გვქონდა ჩვენი პროექტის პრეზენტაციები სასუქების, პესტიციდების და შხამქიმიკატების შესახებ და გავაცანით. ინტერესით გვისმენდნენ.   დღის ბოლოს კი მოხდა საინფორმაციო ბუკლეტების გაცვლა.
         კარგია როცა პროექტს ბლოგზე ეცნობი და მაგრამ სულ სხვაა  როცა მათ მონაწილეები პირადად გესაუბრებიან პროექტის შესახებ. ამ დღემ ბევრი რამ შეგვძინა. თბილი და მეგობრული ბავშვები იყვნენ, გადავწყვიტეთ ფეისბუქზე ვიმეგობროთ. მათმა დირექტორმა ქალბატონმა თამარმა ოსიაურის  სკოლაში  დაგვპატიჟა. იმედს ვიტოვებთ, რომ ტყემლანის საჯარო სკოლისა და ოსიაურის სკოლის ურთიერთობა კიდევ გაგრძელდება. შთამბეჭდავი დღე იყო, გვინდა ასეთი პროექტები და სხვა სკოლის მოსწავლეებთან  შეხვედრები კიდევ გვქონდეს.