Thursday, May 21, 2015

შეხვედრა ოსიაურის საჯარო სკოლასთან


  მოგესალმებით, მე ირაკლი ვარ, რამდენიმე დღის წინ ჩვენი პროექტის ,, ჯანსაღი ცხოვრების წესის’’ ფარგლებში სტუმრად ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გვესტუმრნენ. მათ ვიზიტს მოუთმენლად ველოდით.  ბლოგზე მათ პროექტს, ისევე როგორც სხვა სკოლების პროექტებს ინტერესით ვადევნებდით თვალყურს და სიხარულით შევხვდით მათ ჩამოსვლას. ოსიაურელმა  მოსწავლეებმა, მათმა დირექტორმა  და მასწავლებელმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ჩვენი სკოლა, გაეცვნენ ჩვენი ექსპერიმენტს მცენარეებზე და  თავიანთი პრეზენტაციები წარმოგვიდგინეს  მოსაზრებები და შეხედულებები ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ისაუბრეს არასწორი კვების, სწრაფი კვების, გენმოდიფიცირებული საკვების  და მათგან გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების შესახებ, მათი პრეზენტაციებით ბევრი სასარგებლო ინფორმაცია შევიძინეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, აგრეთვე ძალიან მოგვეწონა  მათი სახალისო აქტივობები. მე, თამთას და სალომესაც  მზად გვქონდა ჩვენი პროექტის პრეზენტაციები სასუქების, პესტიციდების და შხამქიმიკატების შესახებ და გავაცანით. ინტერესით გვისმენდნენ.   დღის ბოლოს კი მოხდა საინფორმაციო ბუკლეტების გაცვლა.
         კარგია როცა პროექტს ბლოგზე ეცნობი და მაგრამ სულ სხვაა  როცა მათ მონაწილეები პირადად გესაუბრებიან პროექტის შესახებ. ამ დღემ ბევრი რამ შეგვძინა. თბილი და მეგობრული ბავშვები იყვნენ, გადავწყვიტეთ ფეისბუქზე ვიმეგობროთ. მათმა დირექტორმა ქალბატონმა თამარმა ოსიაურის  სკოლაში  დაგვპატიჟა. იმედს ვიტოვებთ, რომ ტყემლანის საჯარო სკოლისა და ოსიაურის სკოლის ურთიერთობა კიდევ გაგრძელდება. შთამბეჭდავი დღე იყო, გვინდა ასეთი პროექტები და სხვა სკოლის მოსწავლეებთან  შეხვედრები კიდევ გვქონდეს.



















No comments:

Post a Comment