ოსიაურის სკოლის ბლოგის შეფასება
მოგესალმებით
მე სალომე კაპანაძე ვარ, გავეცანი ოსიაურის სკოლის ბლოგს, ჩემი აზრით თქვენი ბლოგი ძალიან საინტერესოა, თქვენს ბლოგში ძალიან ბევრი ინფორმაციაა სწორი კვების
შესახებ, რაც პირდაპირ კავშირშია ტყემლანის საჯარო სკოლის პროექტთან, ამიტომ ჩემი ყურადღება
ძირითადად მიიქცია ამ საკითხმა. ვიცოდი რომ
არასწორი კვება ცუდად მოქმედებდა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ არ ვიცოდი თუ ამდენი
დაავადების გამომწვევი მიზეზი იყო.
მომეწონა რომ ჩემთვის საყვარელი ბევრი საკვები აღმოვაჩინე თქვენს
„ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხილისა და ბოსტნეულის
სიაში“. კარგია რომ გენმოდიფიცირებულ საკვებზეც
გაამახვილეთ ყურადღება, მაგრამ თქვენ მხოლოდ
მისი უარყოფით თვისებები წამოწიეთ წინ და ის არ გაითვალისწინეთ რომ გმო პროდუქციის
გარეშე რამოდენიმე მილიონი ადამიანი, უბრალოდ შიმშილით დაიხოცებოდა.
რაც შეეხება სწრაფ კვებას, მე პირადად სწრაფი კვების
ობიექტების ხშირი სტუმარი ვარ და ძალიან მომწონს
სწრაფი კვების საკვები, თქვენი ბლოგის გაცნობის შემდეგ და ჩემი პირადი აზრიდან გამომდინარე
( რადგან არ მინდა მსუქანი ვიყო J
) ალბად გავაძლიერებ ჩემი თავის თვითკონტროლს კვების მხრივ.
ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმ ფაქტმა,
რომ თქვენი სკოლის ბავშვებმა მოიფიქრეს შესანიშნავი იდეა და თქვენი პროექტის ფარგლებში
ერთი დღე მიუძღვენით მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. კარგია
რომ ასე ჩართულები ხართ ამ პროექტში და პატარა ასაკის მოსწავლეებისთვისაც ატარებთ სასწავლო-შემეცნებით ტრენინგებს, რომელიც დაეხმარებათ მათ ცხოვრებაში
სწორი არჩევანის გაკეთებაში. რეალურად ჩვენი პროექტიც ხომ ამას ითვალისწინებს. ბოლოს
კიდევ ავღნიშნავ რომ თქვენს ბლოგში ყველაფერი მომეწონა, მხოლოდ ერთი რამ, ჩემი აზრით
უფრო უკეთესი იქნებოდა მეტი ტექსტ მასალა ჩაგესვათ და უფრო კონკრეტულად აგეღწერათ ესა
თუ ის აქტივობა. ამის შემდეგ უფრო ხშირ- ხშირად
მოვინახულებ თქვენს ბლოგს.
No comments:
Post a Comment