ბათუმის 1-ლი საჯარო სკოლის პროექტის ბლოგის შეფასება
მოგესალმებით მე ირაკლი
ვარ, სხვა ბლოგების გაცნობის შემდეგ ჩამომიყალიბდა
პირადი აზრი, რომ
ბათუმის 1-ლი საჯარო სკოლის პროექტი და ბლოგი საინტერესო,
ინფორმაციით სავსე და ყველაზე საუკეთესოა.
ჩემში
განსაკუთრებული ინტერესი აღძრა, თქვენმა ექსპერიმენტმა „ქრონობიოტიპების გარკვევის
ტესტმა“ ალბათ უნდა მეამაყებოდეს, რადგან „ტოროლა“ გამოვდექი J
თქვენმა სლაიდმა „30 ყველაზე მავნე პროდუქტი თქვენი
ჯანმრთელობისთვის“ ცოტა გულნატკენი დამტოვა, არა ამიტომ რომ, რაიმე ცუდად გაქვთ წარმოდგენილი,
არამედ იმიტომ რომ ბევრი ჩემთვის საყვარელი პროდუქტი აღმოვაჩინე თქვენს სიაში: კეტჩუპი,
შოკოლადი, კარტოფილის ჩიპსი, კოკა-კოლა, ხსნადი ყავა ეს ის პროდუქტებია, რომელთა გარეშე
უბრალოდ ცხოვრება არ შემიძლია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თქვენი ბლოგის გაცნობის შემდეგ
ჩემს კვებაში რაღაც-რაღაცეები შეიცვალა.
„ჯანმრთელობის
დღიურის“ იდეა ძალიან კარგია. მომეწონა რომ მოსწავლეები თვითონ აწარმოებენ მონიტორინგს
საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ.
ბევრ
ადამიანს ვიცნობ, ვინც ინტერნეტიდან მოძიებული დიეტებით ცდილობს, წონის პრობლემის მოგვარებას,
ალბათ თქვენი ბლოგი ამ ადამიანებსაც დაეხმარებათ სწორი გზის არჩევაში.
წყალთან
დაკვშირებული რჩევა ერთერთი საუკეთესო რჩევაა, ხშირად მომდომებია „სასუსნავი“ მაშინ
როცა არ მშია და ეს ალბათ ერთერთი ცუდი ჩვევაა. ამიტომ თქვენი ბლოგი მეც გამიწევს გარკვეულ
დახმარებას.
თქვენ
სლაიდში „ცოდნის ტრანსფერი“ კარგად ჩანს თუ რა სახის საკვების მიღებაა მიზანშეწონილი,
იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ამ საკითხმა განსაკუთრებით დამაინტერესა,
რადგან ჩემი სკოლის პროექტთან (,,სასუქები და შხამქიმიკატები, მათი ბუნებრივი ალტერნატივები
და ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქტები'') გარკვეული შეხება აქვს.
საბოლოო
ჯამში, თქვენი ბლოგის გაცნობის დროს, ძალიან ბევრი ვეძებე, რომ აღმომეჩინა რაიმე, რაც
არ მომეწონებოდა ან ინტერესს არ აღძრავდა ჩემში, მაგრამ ასეთი ვერაფერი ვიპოვე. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ,
რომ თქვენი ბლოგი ჩემი აზრით ყველაზე საუკეთესოა J
J
No comments:
Post a Comment