Thursday, May 7, 2015

სასუქების გამოცნობა



    მოგესალმებით, ამჯერად უნდა გიამბობთ ჩვენს აქტივობაზე, რომლის საშუალებით  სხვადასხვა სასუქები გამოვიცანით.      მარიკა მასწავლებელმა კალიუმიანი, აზოტიანი და ფოსფორიანი სასუქები გვაჩვენა, რომლებთაც წარწერები არ ჰქონდათ  გაკეთებული.
 მოსწავლეები სამ ჯგუფად დავიყავით და თითოეულს გადმოგვეცა უწარწერო სასუქების ნაკრები.   კალიუმიანი სასუქების ჯგუფში იყო კალიუმის ქლორიდი, კალიუმის სულფატი, კალიუმის კარბონატი. კალიუმის აღმოჩენის ცდის არსი მდგომარეობდა კალიუმის და ნატრიუმის იონების არსებობის დამტკიცებაში. გრაფიტის ღერო დავასველეთ მარილმჟავაში, შემდეგ ეს ღერი ჩავდეთ მშრალ სასუქში, სასუქის გრანულები ღეროს მიეკრო და  გავახურეთ სპირტქურის ალზე. კალიუმი გამოვიცანით ალის იისფერი შეფერილობით, ხოლო ქლორის გამოსაცნობად გამოვიყენეთ ვერცხლის ნიტრატი. სასუქის ხსნარს დავამატეთ ვერცხლის ნიტრატი და მივიღეთ ხაჭოსებრი თეთრი ფერის ნალექი.
    კალიუმის სულფატში კალიუმი აღმოვაჩინეთ წინა ცდის მსგავსად, ხოლო   სულფატ იონი  აღმოვაჩინეთ ბარიუმის ქლორიდის საშუალებით. ამ შემთხვევაში მივიღეთ ბარიუმის სულფატის თეთრი ფერის ნალექი.
     აზოტიანი სასუქების ჯგუფში გვქონდა ნატრიუმის და ამონიუმის გვარჯილა.  ამონიუმის გვარჯილაში უნდა აღმოგვეჩინა ნატრიუმისა და    ნიტრატის  იონები . სასუქი გავახურეთ სპირტის ალში. ალი ყვითლად შეიფერა. ყვითელი შეფერილობა ნატრიუმის ყველა ნაერთისათვის დამახასიათებელია.  ნიტრატის    განსაზღვრისათვის სასუქი დავყარეთ გავარვარებულ ნაკვერცხალზე  და მოხდა საოცრება, დავინახეთ საოცრად ლამაზი ,,აფეთქებები’’. ასეთი აფეთქებები აზოტმჟავას ყველა მარილს ახასიათებს.     ფოსფორიანი სასუქების გამოსაცნობად სასუქი ჩავყარეთ გამოხდილ წყალში, მოვურიეთ, დავაცადეთ დაწდომა, შემდეგ გავფილტრეთ. ფილტრატს დავამატეთ ვერცხლის ნიტრატი  და მივიღეთ ყვითელი ფერის ნალექი. ყვითელი ფერის ნალექის მიღება ყველა ფოსფორიანი სასუქის დამახასიათებელი თვისებაა.

ჩვენ ეს ცდები ძალიან მოგვეწონა. იმედია თქვენც დაინტერესდებოდით.  P.S. შემდეგ პოსტებში ჩვენ ავტვირთავთ გაეცნობით ჩვენს შექმნილ და ჩვენი აზრით საინტერესო პრეზენტაციებს სასუქების, შხამქიმიკატებისა და მათი ბუნებრივი ალტერნატივების შესახებ.                                                    

                                                          ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე








No comments:

Post a Comment