მოგესალმები მე მარიამ ექსოულიძე ვარ, გავეცანი ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ბლოგს და ძალიან
ბევრი ინფორმაცია შევიძინე. საინტერესო იყო თქვენი აქტივობები, მოვიხიბლე იმით რომ
ასე ჩართულები ხართ პროექტში, თქვენმა პოსტმა „ალკოჰოლი-მითები და რეალობა“-მ ჩემში დიდი ინტერესი
აღძრა, რადგან ერთერთ ყველაზე აქტუალურ თემას შეეხეთ, ბევრ ადამიანს სწამს, რომ ალკოჰოლს
ბევრი დადებითი თვისები გააჩნია, მაგრამ თქვენი ბლოგის გაცნობის შემდეგ, ალბათ ამ ადამიანებს
თავისი შეხედულებების შეცვლა მოუწევთ.
ბროშურის შექმნა ძალიან კარგი იდეაა, მისი საშუალებით
ხდება ინფორმაციის სწრაფად გავრცელება, მსგავსი რამ ჩვენც გამოვიყენეთ, საკმაოდ ეფექტური
გამოდგა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ზოგადად
პრეზენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მან გავლენა უნდა მოახდინოს დამსწრე
საზოგადოებაზე და პრეზენტაციის თემის შესახებ გარკვეული შეხედულება უნდა ჩამოუყალიბოთ
მათ. იმედია თქვენმა პრეზენტაციამ „მოწევა და მისი შედეგები“ შეძლო და ადამიანები დააფიქრა
მოწევის უარყოფით შედეგებზე.
ასევე
ძალიან მომეწონა პრეზენტაცია თემაზე მოწევა და მისი შედეგები. ჩემი პირადი მოსაზრებით კარგი იქნება ამ თემაზე
დებატები სხვა სკოლებშიც ჩატარდეს, რადგან მოზარდებში ხშირად იწვევს დაინტერესებას
თამბაქო და მისი მომხმარებლები ხდებიან მაგრამ არ იციან ის თუ რა საფრთხის შემცველია
იგი.
უღრმესი მადლობა
კიდევ ერთხელ საინტერესო ინფორმაციეიბისთვის. გისურვებთ წარმატებებს და კიდევ ბევრჯერ
ვიქნებით თქვენი ბლოგის სტუმარი, ველოდებით კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობებს. J J
No comments:
Post a Comment