? მოგესალმებით ჩვენო ბლოგის მკითხველებო, მე თამთა კაპანაძე ვარ და ჩვენი პროექტისა და ბლოგის შესახებ უნდა გიამბოთ.დიდი იმედი გვაქვს
ჩვენი ბლოგი საინტერესო იქნება ბევრი ადამიანისათვის, ვინც დაინტერესებულია ჯანსაღი
ცხოვრების წესის მნიშვნელობით ადამიანის ჯანმრთელობისათვის და მასთან
დაკავშირებული სასკოლო პროქტებით, ჩვენი პროექტის ბლოგიც ხომ ჯანსაღი ცხოვრების წესს უკავშირდება. გვერწმუნეთ
მრავალ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას და კვლევას შემოგთავაზებთ, რასაც გავამდიდრებთ და გავახალისებთ სხვადასხვა აქტივობებით,მოგითხრობთ
ჩვენი საქმიანობის ყველა ეტაპის შესახებ.
როდესაც შევიტყვეთ ჩვენი სკოლის დირექტორიდან,
რომ წელს საინტერესო პროექტში მონაწილეობა გვხვდა წილად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 5 სკოლასთან ერთად, ძალიან გაგვეხარდა. შარშან ,,ინოვაციური განათლების ფონდის’’ მხარდაჭერით
საინტერესო პროექტი შევასრულეთ, გვიხარია აგრეთვე ამერიკის საელჩოს თანადგომა, რაც
ჩვენს მოტივაციას და პასუხისმგებლობას ამ პროექტის მიმართ კიდევ უფრო აძლიერებს. გვინდა
ამ პროექტის შესრულებით ჩვენმა რეგიონმა სამცხე-ჯავახეთმა,
მისმა ერთმა პატარა სოფელმა ტყემლანამ, ამ სოფლის ერთმა პატარა სკოლამ, ამ სკოლის მცირერიცხოვანმა
მოსწავლეებმა (ჩვენ ხომ სულ რაღაც ორმოცნი
ვართ და ნახევარი 20 მოსწავლე ვმონაწილეობთ ამ პროექტში) მცირეოდენი წვლილი მაინც შევიტანოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობიერებასა და პოპულარიზაციაში.
პროექტის წინ რამდენიმე ტრენინგი უძღოდა, თბილისიდან სასიამოვნო
სტუმრები გვეწვივნენ. თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დოცენტმა ქალბატონმა მარინე
ჭელიძემ ჩაგვიტარა ტრენინგი ,,მავნე ჩვევები ცხოვრების ჯანსაღი წესის წინააღმდეგ’’
ისაუბრა ცხოვრების არაჯანსაღი წესით გამოწვეულ
დაავადებებზე, სხვადასხვა ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე.
ტრენინგი მდიდარი იყო საინტერესო აქტივობებით, მონაწილეობა მივიღეთ ვიქტორინაში, სადაც შერჩეული იყო კითხვები სხვადასხვა
თემებზე, ამის შემდეგ ჩვენი ინფორმირებულობა და მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდა.
ამას
მოჰყვა საინტერესო ტრენინგი, რომელიც პროექტის ხელმძღვანელმა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა
ნინო ტყემალაძემ ჩაგვიტარა, გავეცანით ჯგუფისა და გუნდის არსს, მათ შორის განსხვავებებს,
გავერკვიეთ თათბირის მნიშვნელობასა და მის წესებში, ვისწავლეთ თვითშეფასება და პრობლემური
საკითხების გამოკვეთა. მიღებული უნარ-ჩვევები ვფიქრობ ძალიან დაგვეხმარება პროექტის
საინტერესოდ შესრულებაში.
ბოლოს კი პროექტის გეგმას გავეცანით. ჩვენი პროექტის
თემა ,,სასუქები და შხამქიმიკატები, მათი ბუნებრივი ალტერნატივები და ჯანსაღი სოფლის
მეურნეობის პროდუქტები’’ ძალიან მოგვეწონა. ჩვენს სოფელში ბევრი სხვადასხვა სახეობის
პროდუქტი მოყავთ: კარტოფილი, ლობიო, პომიდორი, ხორბალი, ქერი... მათ მოსაყვანად კი
ვხედავთ რამდენ სასუქსა და შხამქიმიკატებს იყენებენ,რითაც საკვებად მეტი რაოდენობის,
მაგრამ ჯანმრთელობისათვის საზიანო პროდუქტებს ვღებულობთ, თუმცა ამის შედეგებს გვიან
მოვიმკით, რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა როცა
შხამქიმიკატების გამოყენების დროს რაღაც ზიანიც კი მიუღიათ ჩვენი სოფლის მცხოვრებლებს,
რადგანაც დაცული არ ყოფილა უსაფრთხოების წესები, თუ ჩვენ მოსწავლეები გუნდურად, ერთად,
პროექტით გათვალისწინებული აქტივობებით იმას შევძლებთ,რომ ნაწილობრივ მაინც გადავჭრათ
ეს პრობლემა, ცოტათი მაინც შევამციროთ სამომავლოდ სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენება,
მოვიძიოთ ბუნებრივ ალტერნატივები, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას,
მივაღწიოთ იმას, რომ სოფლებმა საქართველოში ჯანსაღი პროდუქტი აწარმოოს, ძალიან ამაყები
და ძლიერები ვიქნებით და მომავალში მსგავსი
და სხვა პრობლემების გადაჭრასაც ადვილად შევძლებთ.
ასე რომ, გთხოვთ ეს რამდენიმე თვე პროექტის დასრულებამდე
იყავით ჩვენს გვერდით,იყავით ჩვენი პროექტის
თანამონაწილე, გვესტურეთ და მოინახულეთ ჩვენი ბლოგი ხშირად,გაგვამხნევეთ და გვაგრძნობინეთ,რომ
გაინტერესებთ და მნიშვნელოვნად თვლით ჩვენს საქმიანობას,რადგან ჩვენ ძალიან გვჭირდება ყველას მხარდაჭერა და
სწორი შეფასებები. {
p.s.
შემდეგ პოსტში მე ან ჩემი გუნდელი მოგითხრობთ თუ როგორ ჩამოყალიბდა გუნდი,გადანაწილდა დავალებები, როგორ შევირჩიეთ სახელი და
როგორ შევქმენით ბლოგი. J
No comments:
Post a Comment