ჩვენი გუნდი ,,ევრიკა'' ახალი აღმოჩენებისთვის
&! მოგესალმებით, მე ირაკლი ბიტიაშვილი ვარ
და როგორც ჩემი მეგობარი თამთა შეგპირდათ მოგითხრობთ გუნდის ჩამოყალიბების, სახელის
შერჩევის და ბლოგის შექმნის შესახებ. გუნდში ყველა ის მოსწავლეები გავერთიანდით, რომლებიც
წინა ორ ტრენინგს დავესწარით და მოტივაცია კიდევ უფრო გაგვეზარდა, უმეტესობა ,,ახალგაზრდა
აღმომჩენთა კლუბი’’ -ის წევრები ვართ და ჩვენი პროექტიც ჩვენი კლუბის საქმიანობასაც
უკავშირდება. კლუბი ძალიან გვიყვარს და იმედი გვაქვს ამ პროექტში მონაწილეობაც არანაკლებ
საინტერესო იქნება. პროექტის ხელმძღვანელმა
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სამ ჯგუფად გადაგვანაწილა და სხვადასხვა დავალებები
შეგვირჩია, პასუხისმგებლობები ჩვენს დავალებებზე ავიღეთ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს
იმას, რომ ჯგუფები ერთმანეთს არ დავეხმარებით, რადგან წინა ტრენინგებიდან კარგად გვახსოვს
განსხვავება ჯგუფსა და გუნდს შორის, გვახსოვს თუ რა დიდი რა ძალა აქვს გუნდის მიზანმიმართულ
მუშაობას და ვიცით როგორ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს. თუმცა ჯგუფებს შორის გარკვეული
შეჯიბრიც გვექნება.
ალბათ გაინტერესებთ რატომ ქვია ჩვენს გუნდს ,,ევრიკა’’, როგორ შევირჩიეთ ეს სახელი და რა ძალიან გვინდა
ჩვენი გუნდი იმსახურებდეს ამ სახელს. გუნდის სახელზე ბევრი ვიფიქრეთ, თან გვინდოდა
მოკლე, მაგრამ ყველაფრისმთქმელი ყოფილიყო, ბევრი ვარიანტები არც ყოფილა, არჩევანი
,,ევრიკა’’-ზე შევაჩერეთ, ევრიკა ხომ ბერძნულად აღმოჩენას ნიშნავს არქიმედეს სახელთან
არის დაკავშირებულიდა ჩვენი გუნდის მიზანიც სწორედ ისაა, რომ გააკეთოს ახალი თუ კარგად
დავიწყებული ძველი აღმოჩენები. ჯანსაღი ცხოვრების წესზე დღეს ბევრს საუბრობენ და წერენ,
მაგრამ პრაქტიკულად ცოტანი თუ მისდევენ. ჩვენი პროექტით გვინდა ადამიანებს, რომლებიც
სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ქმნიან, კიდევ ერთხელ შევახსენოთ,რომ გაუფრთხილდნენ არა
მარტო თავიანთ ჯანმრთელობას, არამედ იმ ადამიანების ჯანმრთელობას, რომლებიც მათ მოყვანილ
ზედმეტი სასუქებით და ნიტრატებით დაბინძურებულ
პროდუქციას მოიხმარენ და სჯერათ, რომ ,,ნატურალურ,
მშობლიურ, სოფელში მოყვანილ და არაგენმოდიფიცირებულ’’ პროდუქტს მიირთმევენ.
ერთი სიტყვით სახელის შერჩევის შემდეგ ერთად
დავსხედით და ჩვენი სახელი ფურცელზე გადავიტანეთ, გარშემო კი გავალამაზეთ, თუმცა თუ
უკეთესი ნახატი მოვიფიქრეთ, შეიძლება შევცვალოთ პროექტის დასრულებამდე. ეს ჩვენი ინიციატივა
იყო და გაგვეხარდა, რომ ჩვენმა დირექტორმა შეგვაქო და მადლობა გადაგვიხადა . რადგან ჩვენს შორის ბლოგის წარმოების გამოცდილება
თამთას ჰქონდა, ძირითადად მან გვიხელმძღვანელა
და მგონი ლამაზი ბლოგიც გამოგვივიდა, ბევრი რამ არ ვიცოდით და დროდადრო რეკომენდაციებსაც
ვღებულობდით ჩვენი დირექტორისაგან. გაგვეხარდა როცა შემთხვევით ჩვენი პროექტის თემის
შესაფერისი ფონიც მოვძებნეთ, თანდათან კიდევ დავხვეწავთ და შესრულებულ აქტივობებს ავტვირთავთ.
გვინდა რომ ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესო ბლოგი გამოვიდეს, ბევრი სტუმარი გვყავდეს და თან მოსაწყენი არ გამოვიდეს. P. S. თამთას
მსგავსად მეც შეგახსენებთ რომ შემდეგ პოსტში საუბარი გვექნება საინფორმაციო ბუკლეტის
შექმნის შესახებ. J J
J
This comment has been removed by the author.
ReplyDelete