საინფორმაციო ბუკლეტის და სხვა აქტივობების შესახებ
? მოგესალმებით, მე თამთა ვარ და ისევ დაგიბრუნდით საინტერესო
ამბების მოსაყოლად. ირაკლიმ დააანონსა რომ საინფორმაციო ბუკლეტის შექმნის შესახებ გესაუბრებოდით,
რა თქმა უნდა სწორედ ბუკლეტზე საუბარს ვაპირებ, მაგრამ მანამდე სანამ ბუკლეტზე ვიმუშავებდით
საინტერესო შეხვედრა გვქონდა. პროექტის დაწყებამდე
,, რა ვიცი, რა მინდა ვიცოდე’’ ცხრილი შევავსეთ, ჩამოვწერეთ რა ვიცოდით
ჩვენი პროექტის თემის შესახებ და რისი გაგება გვინდოდა. ამას კი საინტერესო აქტივობა მოჰყვა . ,,ჩემი ნაკვალევი დედამიწაზე’’, კედლებზე
ჩვენმა ხელმძღვანელმა ფურცლები გააკრა, ყველანი მივდიოდით ფურცლებთან და შესაბამისად
ქულებს ვანიჭებდით, როცა ჩვენი ქულები შევკრიბეთ და ასზე გაგვაყოფინა მასწავლებელმა
ჩვენდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ თუ დედამიწის ყველა მაცხოვრებელი ჩვენნაირად მოიქცევა
აღმოჩნდება, რომ საშუალოდ ორზე მეტი პლანეტა დედამიწა დაგვჭირდება არსებობისათვის,
კიდევ უფრო გავიაზრეთ რამდენად აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, პროდუქტების
ყიდვისას დავინტერესდეთ მისი წარმომავლობით, მივირთვათ ჯანსაღი სოფლის ნობათი, არ გადავყაროთ
საკვები, მეტი ვიაროთ ფეხით, დავზოგოთ წყალი, ელექტოენერგია, ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ
ამ აქტივობის შედეგი ძალიან ჩამრჩა გულში.
უფრო სწორად საინფორმაციო
ბროშურის შესახებ მოგითხრობთ. როგორც ხელმძღვანელმა აგვიხსნა მისი დანიშნულება უნდა ყოფილიყო
ჩვენი პროექტის შესახებ საინტერესო ინფორმაციის
მიწოდება სხვა მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და საერთოდ ნებისმიერი
ადამიანისთვის დაინტერესება ჩვენი საქმიანობით. ბროშურაზე მუშაობა გაგვიადვილა ბროშურის
შეფასების რუბრიკამ, სადაც კრიტერიუმები იყო ჩამოწერილი, რის მიხედვით შეფასდებოდა.
შევეცადეთ ეს კრიტერიუმები გეგვეთვალისწინებინა, ერთად ჩამოვწერეთ რა მნიშვნელოვან
ინფორმაციას შევიტანდით, ინტერნეტიდანაც მოვიძიეთ შესაბამისი ინფორმაცია და სურათები,
ჩვენმა ხელმძღვანელმა რამდენიმე ნიმუშიც მოგვცა სახელმძღვანელოდ და ასევე შაბლონებიც
ჩაგვიწერა ,,ფლეშზე’’( ქართულად არ ვიცი რა ჰქვია J)),
ამან ძალიან გაგვიადვილა შესრულება, მიუხედავდ იმისა რომ მხოლოდ ბროშურის შექმნა დაგვავალა
,,ფლეშზე’’ გაზეთის ნიმუშიც ვნახეთ და გაზეთის გამოშვებაც გადავწყვიტეთ. თუმცა ინტერნეტი
და კომპიუტერი სახლებში უმეტესობას არ გვაქვს და 6-7 გაკვეთილის შემდეგ გვიწევდა სკოლაში
დარჩენა, მაინც კმაყოფილები ვართ ჩვენი მუშაობით.
ჩვენი
პროექტის ყველაზე პატარა მონაწილემ თამარ
ბიტიაშვილმა ბუკლეტი
ხელით დაამზადა, შესაფერისი სურათები მოძებნა და ჩააკრა.
ჩვენი სკოლის დირექტორს მისი ნამუშევარი ძალიან მოეწონა და მადლობა გადაუხადა.გადავწყვიტე
რომ ჩემს პოსტში მისი ნამუშევარიც გაჩვენოთ. საინფორმაციო ბროშურები ამოვბეჭდეთ და დავარიგეთ,
მაგრამ სამწუხაროდ ფერადი პრინტერი სკოლას არ ჰქონდა და შავ - თეთრი გამოგვივიდა, გული დაგვწყდა,მაგრამ არა უშავს,
შევატყვეთ რომ მაინც ყველას მოეწონა. მგონი
ინტერესის გაღვივება უკვე შევძელით ჩვენი პროექტის ,,სასუქები და შხამქიმიკატები, მათი
ბუნებრივი ალტერნატივები და ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქტები“(იმხელა სახელი აქვს ჩვენს პროექტს, როგორც არც ერთ სხვა სკოლის
გუნდისას J) J)
J) ) -ის მიმართ ადამიანებში, ისე რომ ეჭვი არ გვეპარება პროექტის დასრულების
ბოლოს ჩვენს მთავარ მიზანს მივაღწიოთ.
P. S. მე და ირაკლი შევთანხმდით, რომ მორიგეობით გვეწერა პოსტები, ამიტომ შემდეგი
პოსტი მას ეკუთვნის, სადაც ის სულ მალე მოგითხრობთ ჩვენი პროექტის ყველაზე მთავარი
ნაწილის შესახებ, როგორ დავაყენეთ ცდები, დავთესეთ ქოთნებში კარტოფილი, ხორბალი, პომიდორი, .......დაინტერესდით? მოდით ირაკლის პოსტს დაველოდოთ.
No comments:
Post a Comment