ჩვენ ვქმნით ნახატებს და პოსტერებს
? მოგესალმებით მე თამთა ვარ და ისევ დაგიბრუნდით ჩვენი ბლოგის მკითხველებო, უფრო სწორად მეგობრებო, რადგან თუ თქვენ ერთგულად კითხულობთ
ჩემი და ირაკლის პოსტებს და თვალყურს ადევნებთ
ჩვენი პროექტის მიმდინარეობას დიდი სურვილი მაქვს მეგობრები გიწოდოთ.
მას შემდეგ რაც საინფორმაციო ბროშურები დავამზადეთ
და გავავრცელეთ უფრო მეტად გაიზარდა მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების და თანასოფლელების
დაინტერესება ჩვენი პროექტის მიმართ. როცა
გვეუბნებიან ,,თქვენ დიდ და კარგ საქმეს აკეთებთ’’-ო გვიხარია,
გვინდა ყველამ კარგად გაიაზროს რა შედეგის მოტანა შეუძლია ზედმეტი სასუქებითა
და შხამქიმიკატებით მოყვანილ,ერთი შეხედვით ჯანსაღ საკვებს. ჩვენი საყვარელი პატარა ,,მეურნეობა’’ - ხორბალი,
კარტოფილი და პომიდორი თანდათან იზრდება, მათ განვითარებას ყოველდღიურად ვადევნებთ
თვალს.(ერთ პოსტს მთლიანად მათზე საუბარს დავუთმობთ) მანამდე კი სანამ ისინი იზრდებიან ჩვენ დროს უქმად
არ ვკარგავთ, ინტერნეტიდან და სხვა წყაროებიდან ვიძიებთ ინფორმაციას სასუქების, შხამქიმიკატების
და ბუნებრივი ალტერნატივების შესახებ და პრეზენტაციებისათვის ვემზადებით.
,,ჯანსაღი ცხოვრების წესის’’ შესახებ სურათების ხატვა დავიწყეთ,
პროექტის ხელმძღვანელები გამოფენის მოწყობაში დაგვეხმარენ, დერეფანში ერთი უზარმაზარი
,,სტენდი’’ გამოგვიყვეს, რომელზეც ჩვენს შექმნილ ნახატებს თანდათან დახატვისთანავე ვაკრავთ და ეს
პროცესი პროექტის ბოლომდე გაგრძელდება. ჯანსაღი
ცხოვრების წესი გულისხმობს ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, თამბაქოზე უარის თქმას, ჯანსაღ
საკვებს და სპორტული ცხოვრების წესს, როცა ჩვენი მეგობარი სკოლის ბლოგებს და მათ პროექტებს
ვეცნობით, რომლებიც ამ მიმართულებებით მუშაობენ ჩვენც სურვილი გაგვიჩნდა
ჩვენი ნახატებით მათ პროექტებს გამოვეხმაუროთ
და მარტო უშუალოდ ჩვენი პროექტის თემით არ შემოვიფარგლოთ.
ახლა კი ერთი საინტერესო აქტივობის შესახებ, პროექტის მონაწილეები საკლასო ოთახში ოთხ ჯგუფად დავიყავით
და თითოეულ ჯგუფს დაგვევალა შეგვექმნა უშუალოდ
ჩვენი პროექტის თემაზე ,,სასუქები და შხამქიმიკატები, მათი ბუნებრივი ალტერნატივები
და ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქტები’’ -პოსტერები და მათში ჩვენი დამოკიდებულებები
გამოგვეხატა. აქტივობა საინტერესოდ წარიმართა, გულმოდგინედ ვმუშაობდით, ვმსჯელობდით
და ვხატავდით. ბოლოს თითოეული ჯგუფის ნამუშევრები კედელზე გავაკარით და პრეზენტაციები წარმოვადგინეთ , შემდეგ კი გამარჯვებული
პოსტერის გამოსავლანად ყველა მოსწავლემ სათითაოდ ( თავისი ჯგუფის ნამუშევრის გარდა)
თითოეული ნამუშევარი შეაფასა თითო სტიკერით,
ყველაზე ბევრი სტიკერი მეორე ჯგუფის ნამუშევარმა მიიღო და გაიმარჯვა, თუმცა სხვა ჯგუფების
ნამუშევრებიც კარგი იყო. შეფასებაში მასწავლებლები არ მონაწილეობდნენ, თუმცა ჩვენი
აზრით კარგი იქნებოდა. საბოლოო ჯამში კი ყველამ ვიხალისეთ. მოუთმენლად
დაველოდებით ახალ საინტერესო აქტივობებს.
P.S. შემდეგ
პოსტს ირაკლის ვუთმობ, რომელიც ჩვენ სოფელში შხამქიმიკატების და სასუქების გამოყენების
შესახებ გიამბობთ.
No comments:
Post a Comment