!¥ მოგესალმებით, მე ირაკლი ვარ და ამჯერად
გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ სასუქებსა და შხამქიმიკატებს ჩვენს სოფელში
სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად. გადავწყვიტეთ მოსახლეობის გამოკითხვის გარდა
დრო შეგვერჩია და პრაქტიკულად გადაგვეღო სასოფლო
სამეურნეო ნაკვეთის შხამქიმიკატებით შეწამვლის და სასუქების შეტანის პროცესი. როგორც
იქნა უამინდობის შემდეგ ერთი ისეთი დღე შევარჩიეთ, როცა კარტოფილის თესვის პროცესი
სოფლად ისევ განახლდა.
რამდენიმე ოჯახს ვესტუმრეთ
მინდვრად, რომელსაც კარტოფილი დათესილი ჰქონდა და ნაკვეთს შხამქიმიკატებს ასხურებდა
. საინტერესო პროცესი იყო და ვიდეოებიც გადავიღეთ. შხამქიმიკატებს
(ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე)(ჰერბიციდები:,,კლინი’’ და ,,მეტრიკი’’) წინასწარ აზავებდნენ განსაზღვრული რაოდენობის წყალში და სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მთელ ნაკვეთზე ასხურებდნენ. აღნიშნული საშუალება გამოიყენება სარეველა მცენარეების გასანადგურებლად და კარტოფილს იმდენჯერ გათოხვნა აღარ სჭირდება. მართალია ადამიანების ფიზიკური ენერგია იზოგება, მაგრამ რამდენად აზიანებს იგი თვითონ დათესილ პროდუქტს ან რამდენად არის საშიში იმ ადამიანისათვის ვინც მას მოიხმარს დამცავი საშუალების გარეშე ?
ზოგიერთი ოჯახი კარტოფილს დათესვამდე სპეციალურ
წამალს ასხავს, რომელსაც ,,პრესტიჟი’’ ჰქვია , ეს წამალი კარტოფილს კოლორადოს ხოჭოსაგან იცავს. კოლორადოს
ხოჭო კარტოფილის მოსავლის დაუძინებელი მტერია, ელვის სისწრაფით მრავლდება. ფოთლებსა
და ღეროებს ძირითადად მატლები აზიანებენ, რის შედეგადაც ძლიერ მცირდება ნაყოფის რაოდენობა. საქართველოში
კოლორადოს ხოჭო პირველად 1974 წელს შენიშნეს. ის სათესლედ და საკვებად შემოტანილ კარტოფილს
შემოჰყვა. მოგვიანებით საქართველოს მთიან რაიონებშიც გამოჩნდა და პომიდვრისა და წიწაკის
ნათესების დაზიანებაც დაიწყო. კოლორადოს ხოჭო მნიშვნელოვან ზიანს აყენებს
ძაღლყურძენასებრთა ნათესებს. ჩვენ ხშირად
გვინახავს ამ წითელი ხოჭოებით მთლიანად დაფარული ფოთლები. თუ დათესვამდე არ მოხდა კარტოფილის
ხოჭოს წამვლით შეწამვლა, მაშინ ფერმერს უკვე გაზრდილი მცენარის შეწამვლა უხდება
2-3-ჯერ სეზონზე. ეჭვიც არ გვეპარება ასეთი გზით მიღებული პროდუქტი როგორ საზიანოდ მოქმედებს
ადამიანის ჯანმრთელობაზე. სამწუხაროა ბევრმა ფერმერმა არც კი იცის იმ ბუნებრივი ალტერნატივების არსებობის შესახებ,
რომლის გამოყენებაც თავიდან აგვაცილებს ამ შხამქიმიკატებს. მომდევნო პოსტებში მათ შესახებ
აუცილებლად ვისაუბრებთ.
სასუქების გამოყენებას რაც შეეხება სოფლად ორივე სასუქის ორგანული და არაორგანულის გამოყენება ხდება. ჩვენს ფოტოებზე ეს პროცესიც აღვბეჭდეთ და ვიდეოც გადავიღეთ როგორ შეჰქონდათ აზოტი ნიადაგში უშუალოდ კარტოფილის თესვის პარალელურად. ზოგი ოჯახი საერთოდ უარს ამბობს სასუქების გამოყენებაზე, ორგანული სასუქი შეაქვს და ჯანსაღი პროდუქცია მოჰყავს. ორგანული სასუქი ყველაზე ეფექტური სასუქია კარტოფილისათვის. გვინდა ასეთი ჯანსაღი გზით მიღებული პროდუქტი ბევრი იყოს და საქართველოში სოფლებმა ჯანსაღი პროდუქტები აწარმოოს.
No comments:
Post a Comment