მოგესალმებით, მე ირაკლი ვარ, მე და ჩემი ჯგუფის დავალება იყო პრეზენტაციის მომზადება
შხამქიმიკატებისა და სასუქების ბუნებრივი ალტერნატივების შესახებ.თითქმის ყველა წევრი
აქტიურად იყო ჩართული ამ სლაიდ შოუს მომზადებაში.
ინფორმაცია ძირითადად ინტერნეტიდან მოვიძიეთ, იქ ბევრ საინტერესო მასალას წავაწყდით.ასევე
გამოვკითხეთ სოფლის მოსახლეობა, რომლებმაც არანაკლებ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.
ცოტა გაკვირვებულიც კი დავრჩით, თუ ამდენი რამ იცოდნენ ალტერნატივების შესახებ , მაშინ
რატომღა იყენებენ სასუქებს და შხამქიმიკატებს და ჯანმრთელობისათვის
მავნე პროდუქციას ქმნიან.
იმედი გვაქვს ჩვენს პრეზენტაციებს სლაიდ შოუების
სახით ბევრი ადამიანი გაეცნობა, კიდევ უფრო გაღრმავდება მათი ცოდნა ამ მხრივ, შემცირდება
შხამქიმიკატებისა და სასუქების არაგონივრული გამოყენება და მნიშვნელოვანი ნაბიჯები
გადაიდგმება სოფლად ბიომეურნეობების ჩამოყალიბებისათვის.
როცა მოსახლეობის გამოკითხვას ვატარებდით, ერთმა
ფერმერმა გვიამბო თუ როგორ გამოიყენა ორგანული
სასუქი (ნაკელი) ბიოგაზის მისაღებად და შექმნა ბიოგაზის დანადგარი, რომლის წყალობითაც მისი სამზარეულოში გაზქურა მუდამ ენთო. ამ დროისათვის დანადგარი კასრის დაჟანგვის გამო აღარ მუშაობდა. ამან ძალიან დაგვაინტერესა და გაგვიჩნდა იდეა სამომავლოდ აღმომჩენთა
კლუბის წევრებმა მსგავსი მცირე ზომის მოწყობილობა გავაკეთოთ.
ვამაყობთ,
რომ გლობალურ პრობლემაზე მუშაობამ მოგვიწია
ამ პროექტის სახით და რაღაც წვლილი ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც შევიტანეთ ამ პრობლემის მოგვარების პროცესში.
პრეზენტაციის ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე (ჩამოტვირთეთ)