Saturday, July 4, 2015

კარტოფილში სხვადასხვა სასუქების აღმოჩენა




1.კალიუმიანი სასუქის აღმოსაჩენად, კალიუმის ქლორიდიანი კარტოფილი დავჭყლიტეთ, გამოვადინეთ წვენი, მას დავასხით ვერცხლის ნიტრატის ხსნარი, მივიღეთ ხაჭოსებრი ლექი ვერცხლის ქლორიდი. ამგვარად აღმოვაჩინეთ ქლორიდ იონი.

კალიუმის იონის აღმოსაჩენად კარტოფილის დაჭყლეტილი მასაჩავყარეთ სინჯარაში და გავახურეთ სანთლის ალზე შევამჩნიეთ იისფერი შეფერილობის ნისლიასეთი შეფერილობა დამახასიათებელია კალიუმიანი ნაერთებისათვის.

2. ფოსფორიანი სასუქებიდან გამოვიყენეთ სუპერფოსფატიწვენი რომელიც მივიღეთ კარტოფილიდან რომელიც შეიცავდა დიდი რაოდენობით ფოსფორიან სასუქსგავფილტრეთ და დავასხით ვერცხლის ნიტრატის ხსნარიმივიღეთ ყვითელი ფერის ვერცხლის ფოსფატის ნალექიამგვარად აღმოვაჩინეთ ფოსფორი.


3. კარტოფილის წვენშირომელიც დიდი რაოდენობით აზოტს შეიცავდა გამოვიყენეთ ამონიუმის ნიტრატიამ წვენს დავასხით ნატრიუმის ტუტის ხსნარიამის შემდეგ შევიგრძენით ამიაკის სუნიამგვარად აღმოვაჩინეთ აზოტი.








Tuesday, June 16, 2015

სტუმრად საყუნეთის საჯარო სკოლაში

მოგესალმებით, კვლავ დაგიბრუნდით , რადგან მსურს მოგიყვეთ ჩვენი სტუმრობის შესახებ მეგობარ სკოლაში, სადაც თანატოლებს და პედაგოგებს გავაცანით ჩვენი პროექტი. 

როდესაც ვესტუმრეთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. საყუნეთის საჯარო სკოლას ყველა (მოსწავლეები და მასწავლებლები) დიდი ინტერესით ელოდებოდა თუ როდის დავიწყებდით პრეზენტაციის წარდგენას.






ჩვენ გავაცანით პრეზენტაციები (სასუქების, შხამქიმიკატების და მათი ბუნებრივი ალტერნატივების შესახებ). შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ბავშვები და მასწავლებლები ინტერესით გვისმენდნენ და ხშირ-ხშირად ერთვებოდნენ საუბარში და ძალიან საინტერესო შეხედულებებს გვიზიარებდნენ (ამ თემასთან დაკავშირებით J ).

ყველაზე კარგი და ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ ერთ-ერთმა პედაგოგმა ბავშვებს ჰკითხა რა უფრო კარგი იყო, ჯანსაღი წესით, ჯანმრთელად ცხოვრება, მაგრამ ფიზიკური შრომა თუ შხამქიმიკატების(პესტიციდები) გამოყენება და ძალიან ცუდი შედეგის მიღება ადამიანებისთვის. ამ სიტყვებმა ჩვენ ძალიან გაგვახარა და მივხვდით, რომ ნაწილობრივ მაინც შევძელით ჩვენი მიზნის მიღწევა(ადამიანებს დავანახეთ, რომ უმჯობესია ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრება). 



ახლა გვსურს, ჩვენი შეხედულებები გავუზიაროთ ჩვენს თანასოფლელებს, რადგან აქაც მსგავს შედეგს მივაღწიოთ (როგორც საყუნეთშის საჯარო სკოლაში) J J J
P.s ამდენი წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ ჩვენ(მოსწავლეებს) არ გვინდოდა სკოლის დამთავრება (არ იფიქროთ რომ სკოლა არ გვიყვარს, მაგრამ ბავშვის ბუნება ასეთია J). ეს ჩვენი პროექტის გამო ხდება. არდადეგების დაწყებასთან ერთად ჩვენი პროექტი დასასრულს უახლოვდება, რაც ძალიან სამწხაროა L

Wednesday, June 3, 2015

დებატები


    მოგესალმებით, მე თამთა ვარ და ჩვენი საინტერესო აქტივობის -დებატების შესახებ უნდა გიამბოთ. სათათბირო კითხვა იყო : ,, უნდა გამოიყენონ თუ არა ფერმერებმა სასუქები და შხამქიმიკატები სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოსაყვანად ?''.
     დებატები საინტერესოდ წარიმართა. 2 ჯგუფად დავიყავით ,,კი'' და ,,არა''. ერთი ჯგუფი ვსაუბრობდით სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენების აუცილებლობაზე , მეორე ჯგუფი კი მათ უარყოფით მხარეებზე, ბუნებრივ ალტერნატივებზე და ჯანსაღი საკვები პროდუქტების შექმნაზე. რადგან ორივე მხარეს ძლიერი არგუმენტები ქონდათ წარმოდგენილი, ამიტომ ბევრი ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ  და დავიცავით ჩვენი პოზიციები. დებატების და თათბირის  გამოცდილება უკვე გვქონდა. დებატები დიდხანს გაგრძელდა, საბოლოოდ იმაზე შევჯერდით, რომ სასუქებისა და  და შხამქიმიკატების გამოყენება უნდა შემცირდეს,  ბუნებრივი ალტერნატივებით ჩანაცვლდეს და ფერმერებმა ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქცია აწარმოონ.  დრო ვერც კი გავიგეთ ისე ამოგვეწურა, კიდევ ბევრი რამ დაგვრჩა სათქმელი.იმდენად მოგვეწონა ეს აქტივობა, რომ შევთანხმდით ამ თემაზე საუბარს კიდევ გავაგრძელებდით.
p.S.  შემდეგ პოსტში მოგითხრობთ ჩვენი სოფლის ფერმერებთან და მშობლებთან შეხვედრის შესახებ. საინფორმაციო ფურცლებს ვამზადებთ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი და   საჭირო ინფორმაციები შევიტანეთ   ჩვენი პრეზენტაციებიდან, რომლებიც აუცილებლად გამოადგებათ სოფლის მოსახლეობას ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობის უკეთ გააზრებაში.








Tuesday, May 26, 2015

პრეზენტაცია სასუქებისა და შხამქიმიკატების ბუნებრივი ალტერნატივების შესახებ



     მოგესალმებით, მე ირაკლი ვარ, მე და  ჩემი ჯგუფის დავალება იყო პრეზენტაციის მომზადება შხამქიმიკატებისა და სასუქების ბუნებრივი ალტერნატივების შესახებ.თითქმის ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული ამ სლაიდ შოუს მომზადებაში.  ინფორმაცია ძირითადად ინტერნეტიდან მოვიძიეთ, იქ ბევრ საინტერესო მასალას წავაწყდით.ასევე გამოვკითხეთ სოფლის მოსახლეობა, რომლებმაც არანაკლებ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. ცოტა გაკვირვებულიც კი დავრჩით, თუ ამდენი რამ იცოდნენ ალტერნატივების შესახებ , მაშინ რატომღა იყენებენ სასუქებს და შხამქიმიკატებს   და ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციას ქმნიან.
      იმედი გვაქვს ჩვენს პრეზენტაციებს სლაიდ შოუების სახით ბევრი ადამიანი გაეცნობა, კიდევ უფრო გაღრმავდება მათი ცოდნა ამ მხრივ, შემცირდება შხამქიმიკატებისა და სასუქების არაგონივრული გამოყენება და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება სოფლად ბიომეურნეობების ჩამოყალიბებისათვის.
     როცა მოსახლეობის გამოკითხვას ვატარებდით, ერთმა ფერმერმა გვიამბო თუ როგორ გამოიყენა  ორგანული სასუქი (ნაკელი) ბიოგაზის  მისაღებად და შექმნა ბიოგაზის დანადგარი, რომლის წყალობითაც  მისი სამზარეულოში გაზქურა მუდამ ენთო. ამ დროისათვის დანადგარი კასრის დაჟანგვის გამო აღარ მუშაობდა. ამან ძალიან დაგვაინტერესა და გაგვიჩნდა იდეა სამომავლოდ აღმომჩენთა კლუბის წევრებმა მსგავსი მცირე ზომის მოწყობილობა გავაკეთოთ.

      ვამაყობთ, რომ  გლობალურ პრობლემაზე მუშაობამ მოგვიწია ამ პროექტის სახით და რაღაც წვლილი ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც  შევიტანეთ ამ პრობლემის მოგვარების პროცესში. 

პრეზენტაციის ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე  (ჩამოტვირთეთ)

პრეზენტაცია სასუქების შესახებ



    მოგესალმებით, მე სალომე ვარ, ჩვენმა ჯგუფმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა სასუქების შესახებ. ინტერნეტიდან და წიგნებიდან მოვიძიეთ ინფორმაციები, განვიხილეთ, გადავახარისხეთ და სლაიდებზე გადავიტანეთ. ასევე ჩავატარეთ  ჩვენი სოფლის მოსახლეობის გამოკითხვა სასუქების გამოყენების ინტენსივობის შესახებ და  მაქსიმალურად ვეცადეთ მოგვეძებნა სასუქების გამოყენების როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი თვისებები, მაგრამ აქცენტი მაინც იმაზე გავაკეთეთ, რომ უარი გამოვუცხადოთ სასუქების გამოყენებას ან გეგმაზომიერად და გონივრულად გამოვიყენოთ და თან ვეცადოთ  მცირე რაოდენობით. ჩვენი პრეზენტაცია ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიაწოდებს ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს.


პრეზენტაციის სანახავად გადადით ბმულზე (ჩამოტვირთეთ)

Friday, May 22, 2015

პრეზენტაცია შხამქიმიკატების შესახებ


     
 მოგესალმებით, მე და ჩემი ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია უნდა წარმოგიდგინოთ, მაგრამ მანამდე რამდენიმე შემთხვევის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რაც პრეზენტაციაში არ არის ასახული. როდესაც ჩემ ჯგუფს პესტიციდების შესახებ ინფორმაციის მოძიება დაგვევალა, ინტერნეტის საშუალებით ბევრი მასალა მოვიძიეთ და რამდენიმე ვიდეოც დავურთეთ, განსაკუთრებით გადავწყვიტე ყურადღება გამემახვილებინა უსაფრთხოების წესებზე და იმ შედეგებზე, რასაც მისი დაუდევარი გამოყენება იწვევს.  პირადად მე განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს პესტიციდების მიმართ რადგან  სოფელში მასთან დაკავშირებით ერთი ცუდი ამბავი მოხდა, ერთმა ფერმერმა ეზოში სარეველა ბალახების გასანადგურებლად ჰერბიციდი გამოიყენა, ჰერბიციდი ხის ქვეშ ჩამოყრილ ბლის ნაყოფზე მოხვდა, რომელიც ოჯახის ხუთი წლის პატარა გოგონამ შეჭამა გაურეცხავად და მისი სიცოცხლე შეიწირა.
      არ შემიძლია კიდევ ერთი შემთხვევა არ გავიხსენო მეზობელი სოფლიდან. გაზაფხულზე, როდესაც გლეხებმა პესტიციდით შეწამლეს ნაკვეთები, პაკეტები რომელშიც ის იყო მოთავსებული, არ გაანადგურეს და შეწამვლის ადგილას დატოვეს. ქარის მეშვეობით ეს პაკეტები იმ ადგილისაკენ გაიფანტა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. ერთმა ბავშვმა ხელში აიღო  დაყნოსა. იმ საღამოს ბავშვი გაყვითლდა და შეუძლოდ გახდა, დროდადრო გონებას კარგავდა, დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში და პირველადი დახმარება გაუწიეს. მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა , ორგანიზმის ინტოქსიკაციამ ღვიძლისა და ელენთის დაზიანება გამოიწვია, ელენთა ამოკვეთეს, ორგანიზმმა ვერ შეძლო შხამისაგან გათავისუფლება, ზრდის პროცესი შენელდა და ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი გაუარესდა. ეს შემთხვევა 5-6 წლის წინ მოხდა და მკურნალობა კვლავ გრძელდება.
       მე მინდა ამ ბავშვს საბოლოო განკურნება ვუსურვო, ხოლო ფერმერებს კი ხმამაღლა მოვუწოდო, რომ  ფრთხილად მოიქცნენ შხამქიმიკატების გამოყენებისას, დაიცვან უსაფრთხოების წესები, უმჯობესია  საერთოდ უარი თქვან მათ გამოყენებაზე , სერიოზულად დავფიქრდნენ უარყოფით შედეგებზე და გაუფრთხილდნენ ადამიანების ჯანმრთელობას.
     ,, ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის ‘’ - ამით იმის თქმა მინდა, რომ სჯობს პატარა, ჭიანი,  შეუხედავი მაგრამ ჯანსაღი პროდუქტი ვარჩიოთ ლამაზ, დიდს, მიმზიდველს  მაგრამ შხამქიმიკატებით მოწამლულ პროდუქტს.

 P.S.  შემდეგ პრეზენტაციებს სულ მალე ირაკლი და სალომე მოგაწოდებენ.

პრეზენტაციის სანახავად გადადით ბმულზე ( სრულად სანახავად ჩამოტვირთეთ)

Thursday, May 21, 2015

შეხვედრა ოსიაურის საჯარო სკოლასთან


  მოგესალმებით, მე ირაკლი ვარ, რამდენიმე დღის წინ ჩვენი პროექტის ,, ჯანსაღი ცხოვრების წესის’’ ფარგლებში სტუმრად ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გვესტუმრნენ. მათ ვიზიტს მოუთმენლად ველოდით.  ბლოგზე მათ პროექტს, ისევე როგორც სხვა სკოლების პროექტებს ინტერესით ვადევნებდით თვალყურს და სიხარულით შევხვდით მათ ჩამოსვლას. ოსიაურელმა  მოსწავლეებმა, მათმა დირექტორმა  და მასწავლებელმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ჩვენი სკოლა, გაეცვნენ ჩვენი ექსპერიმენტს მცენარეებზე და  თავიანთი პრეზენტაციები წარმოგვიდგინეს  მოსაზრებები და შეხედულებები ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ისაუბრეს არასწორი კვების, სწრაფი კვების, გენმოდიფიცირებული საკვების  და მათგან გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების შესახებ, მათი პრეზენტაციებით ბევრი სასარგებლო ინფორმაცია შევიძინეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, აგრეთვე ძალიან მოგვეწონა  მათი სახალისო აქტივობები. მე, თამთას და სალომესაც  მზად გვქონდა ჩვენი პროექტის პრეზენტაციები სასუქების, პესტიციდების და შხამქიმიკატების შესახებ და გავაცანით. ინტერესით გვისმენდნენ.   დღის ბოლოს კი მოხდა საინფორმაციო ბუკლეტების გაცვლა.
         კარგია როცა პროექტს ბლოგზე ეცნობი და მაგრამ სულ სხვაა  როცა მათ მონაწილეები პირადად გესაუბრებიან პროექტის შესახებ. ამ დღემ ბევრი რამ შეგვძინა. თბილი და მეგობრული ბავშვები იყვნენ, გადავწყვიტეთ ფეისბუქზე ვიმეგობროთ. მათმა დირექტორმა ქალბატონმა თამარმა ოსიაურის  სკოლაში  დაგვპატიჟა. იმედს ვიტოვებთ, რომ ტყემლანის საჯარო სკოლისა და ოსიაურის სკოლის ურთიერთობა კიდევ გაგრძელდება. შთამბეჭდავი დღე იყო, გვინდა ასეთი პროექტები და სხვა სკოლის მოსწავლეებთან  შეხვედრები კიდევ გვქონდეს.



















Thursday, May 7, 2015

სასუქების გამოცნობა



    მოგესალმებით, ამჯერად უნდა გიამბობთ ჩვენს აქტივობაზე, რომლის საშუალებით  სხვადასხვა სასუქები გამოვიცანით.      მარიკა მასწავლებელმა კალიუმიანი, აზოტიანი და ფოსფორიანი სასუქები გვაჩვენა, რომლებთაც წარწერები არ ჰქონდათ  გაკეთებული.
 მოსწავლეები სამ ჯგუფად დავიყავით და თითოეულს გადმოგვეცა უწარწერო სასუქების ნაკრები.   კალიუმიანი სასუქების ჯგუფში იყო კალიუმის ქლორიდი, კალიუმის სულფატი, კალიუმის კარბონატი. კალიუმის აღმოჩენის ცდის არსი მდგომარეობდა კალიუმის და ნატრიუმის იონების არსებობის დამტკიცებაში. გრაფიტის ღერო დავასველეთ მარილმჟავაში, შემდეგ ეს ღერი ჩავდეთ მშრალ სასუქში, სასუქის გრანულები ღეროს მიეკრო და  გავახურეთ სპირტქურის ალზე. კალიუმი გამოვიცანით ალის იისფერი შეფერილობით, ხოლო ქლორის გამოსაცნობად გამოვიყენეთ ვერცხლის ნიტრატი. სასუქის ხსნარს დავამატეთ ვერცხლის ნიტრატი და მივიღეთ ხაჭოსებრი თეთრი ფერის ნალექი.
    კალიუმის სულფატში კალიუმი აღმოვაჩინეთ წინა ცდის მსგავსად, ხოლო   სულფატ იონი  აღმოვაჩინეთ ბარიუმის ქლორიდის საშუალებით. ამ შემთხვევაში მივიღეთ ბარიუმის სულფატის თეთრი ფერის ნალექი.
     აზოტიანი სასუქების ჯგუფში გვქონდა ნატრიუმის და ამონიუმის გვარჯილა.  ამონიუმის გვარჯილაში უნდა აღმოგვეჩინა ნატრიუმისა და    ნიტრატის  იონები . სასუქი გავახურეთ სპირტის ალში. ალი ყვითლად შეიფერა. ყვითელი შეფერილობა ნატრიუმის ყველა ნაერთისათვის დამახასიათებელია.  ნიტრატის    განსაზღვრისათვის სასუქი დავყარეთ გავარვარებულ ნაკვერცხალზე  და მოხდა საოცრება, დავინახეთ საოცრად ლამაზი ,,აფეთქებები’’. ასეთი აფეთქებები აზოტმჟავას ყველა მარილს ახასიათებს.     ფოსფორიანი სასუქების გამოსაცნობად სასუქი ჩავყარეთ გამოხდილ წყალში, მოვურიეთ, დავაცადეთ დაწდომა, შემდეგ გავფილტრეთ. ფილტრატს დავამატეთ ვერცხლის ნიტრატი  და მივიღეთ ყვითელი ფერის ნალექი. ყვითელი ფერის ნალექის მიღება ყველა ფოსფორიანი სასუქის დამახასიათებელი თვისებაა.

ჩვენ ეს ცდები ძალიან მოგვეწონა. იმედია თქვენც დაინტერესდებოდით.  P.S. შემდეგ პოსტებში ჩვენ ავტვირთავთ გაეცნობით ჩვენს შექმნილ და ჩვენი აზრით საინტერესო პრეზენტაციებს სასუქების, შხამქიმიკატებისა და მათი ბუნებრივი ალტერნატივების შესახებ.                                                    

                                                          ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე








Wednesday, May 6, 2015


    მოგესალმები მე მარიამ ექსოულიძე ვარ, გავეცანი   ქალაქ  ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ბლოგს და ძალიან ბევრი ინფორმაცია შევიძინე. საინტერესო იყო თქვენი აქტივობები, მოვიხიბლე იმით რომ ასე ჩართულები ხართ პროექტში, თქვენმა პოსტმა  „ალკოჰოლი-მითები და რეალობა“-მ ჩემში დიდი ინტერესი აღძრა, რადგან ერთერთ ყველაზე აქტუალურ თემას შეეხეთ, ბევრ ადამიანს სწამს, რომ ალკოჰოლს ბევრი დადებითი თვისები გააჩნია, მაგრამ თქვენი ბლოგის გაცნობის შემდეგ, ალბათ ამ ადამიანებს თავისი შეხედულებების შეცვლა მოუწევთ. 
     ბროშურის შექმნა ძალიან კარგი იდეაა, მისი საშუალებით ხდება ინფორმაციის სწრაფად გავრცელება, მსგავსი რამ ჩვენც გამოვიყენეთ, საკმაოდ ეფექტური გამოდგა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
     ზოგადად პრეზენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მან გავლენა უნდა მოახდინოს დამსწრე საზოგადოებაზე და პრეზენტაციის თემის შესახებ გარკვეული შეხედულება უნდა ჩამოუყალიბოთ მათ. იმედია თქვენმა პრეზენტაციამ „მოწევა და მისი შედეგები“ შეძლო და ადამიანები დააფიქრა მოწევის უარყოფით შედეგებზე.
      ასევე ძალიან მომეწონა პრეზენტაცია თემაზე მოწევა და მისი შედეგები.  ჩემი პირადი მოსაზრებით კარგი იქნება ამ თემაზე დებატები სხვა სკოლებშიც ჩატარდეს, რადგან მოზარდებში ხშირად იწვევს დაინტერესებას თამბაქო და მისი მომხმარებლები ხდებიან მაგრამ არ იციან ის თუ რა საფრთხის შემცველია იგი.

     უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო ინფორმაციეიბისთვის. გისურვებთ წარმატებებს და კიდევ ბევრჯერ ვიქნებით თქვენი ბლოგის სტუმარი, ველოდებით კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობებს. J J

მოგესალმებით! მე ლიკა ვარ. გავეცანი ბინულის კერძო სკოლის ბლოგს.    

    ჩვენ საზოგადოებას ხშირად და რაც მთავარია საინტერესო ინფორმაციებს და რჩევებს გვაწვდიან იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის,რომ ვიცოცხლოთ ჯასაღ გარემოში.
     ბინულის კერძო სკოლა, თქვენ მოგვაწოდეთ ჩვენ ახალგაზრდებს მეტად საინტერესო საჭირო ინფორმაცია. შემდეგ თუ  ჩვენ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ეს სიკეთის მომტანი იქნება ჩვენთვისაც და გარემოსთვისაც. გავეცანი თქვენს იდეას და მიზანს, იმის შესახებ თუ რა ხერხით აპირებთ მოსწავლეებისთვის ეკოცნობიერების გაზრდას...რათქმაუნდა უდავოდ საინტერესო და შედეგიანი  იქნება მსგავსი მეთოდი. ასევე გავეცანი და ჩემი მოწონება დაიმსახურა თქვენს მიერ მოძიებულმა ინფორმაციამ, იმის შესახებ თუ რა ფაქტორები უწყობს ხელს გარემოს დაბინძურებას.
       ის ფაქტორები,რაც თქვენ გაქვთ მოყვანილი, რა თქმა უნდა ცუდი რეალობაა, მაგრამ დღევანდელობა ხომ სწორედ ეს არის. მე რა თქმა უნდა თქვენთან ერთად მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ის ზედმეტი გამონაბოლქვები რაც საკმაოდ აზიანებს ჩვენს გარემოს, უნდა ვფიქრობდეთ რა იქნება ბოლოს ამ ქმედების ფინალი. თქვენ ასევე გვიამბობთ იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენს მოსწავლეებს ამ საკითხისადმი. გვიამბობთ, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა, აქვთ მოტივაცია  და რაც მთავარია ინტერესი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ თვისებებს და ვაფასებთ თქვენი სკოლის ახალგაზრდების ამ ჩვევებს და მოტივაციებს.    როდესაც მე გავეცანი თქვენს საბოლოო აზრს,იმის შესახებ თუ რა შედეგებს გამოიღებს ეს პროექტი, შემიძლია ვთქვა რომ საკამაოდ ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იქნება.ეს პროექტი ეხმარება ახალგაზრდებს, რომ უფრო მეტი სურვილი გაუჩნდეთ გარემოს ზრუნვასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ხომ ჩვენ ადამიანებს გვევალება.აი ეს ძირითადი სათქმელი დავინახე თქვენს პოსტში. 

 p.S  ჯანსაღი ცხოვრების წესი საწინდარია ჩვენი ხანგრძლივი სიცოცხლისათვის.

ოსიაურის სკოლის ბლოგის შეფასება


    მოგესალმებით მე სალომე კაპანაძე ვარ, გავეცანი ოსიაურის სკოლის ბლოგს, ჩემი აზრით თქვენი ბლოგი ძალიან საინტერესოა,  თქვენს ბლოგში ძალიან ბევრი ინფორმაციაა სწორი კვების შესახებ, რაც პირდაპირ კავშირშია ტყემლანის საჯარო სკოლის პროექტთან, ამიტომ ჩემი ყურადღება ძირითადად  მიიქცია ამ საკითხმა. ვიცოდი რომ არასწორი კვება ცუდად მოქმედებდა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ არ ვიცოდი თუ ამდენი დაავადების გამომწვევი მიზეზი იყო.
    მომეწონა რომ  ჩემთვის საყვარელი ბევრი საკვები აღმოვაჩინე თქვენს „ჯანმრთელობისთვის სასარგებლო  ხილისა და ბოსტნეულის სიაში“.  კარგია რომ გენმოდიფიცირებულ საკვებზეც გაამახვილეთ ყურადღება,  მაგრამ თქვენ მხოლოდ მისი უარყოფით თვისებები წამოწიეთ წინ და ის არ გაითვალისწინეთ რომ გმო პროდუქციის გარეშე რამოდენიმე მილიონი ადამიანი, უბრალოდ შიმშილით დაიხოცებოდა.
       რაც შეეხება სწრაფ კვებას, მე პირადად სწრაფი კვების ობიექტების ხშირი სტუმარი  ვარ და ძალიან მომწონს სწრაფი კვების საკვები, თქვენი ბლოგის გაცნობის შემდეგ და ჩემი პირადი აზრიდან გამომდინარე ( რადგან არ მინდა მსუქანი ვიყო J ) ალბად გავაძლიერებ ჩემი თავის თვითკონტროლს კვების მხრივ.
     ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმ ფაქტმა, რომ თქვენი სკოლის ბავშვებმა მოიფიქრეს შესანიშნავი იდეა და თქვენი პროექტის ფარგლებში ერთი დღე მიუძღვენით მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს.    კარგია რომ ასე ჩართულები ხართ ამ პროექტში და პატარა ასაკის მოსწავლეებისთვისაც ატარებთ სასწავლო-შემეცნებით  ტრენინგებს, რომელიც დაეხმარებათ მათ ცხოვრებაში სწორი არჩევანის გაკეთებაში. რეალურად ჩვენი პროექტიც ხომ ამას ითვალისწინებს.     ბოლოს კიდევ ავღნიშნავ რომ თქვენს ბლოგში ყველაფერი მომეწონა, მხოლოდ ერთი რამ, ჩემი აზრით უფრო უკეთესი იქნებოდა მეტი ტექსტ მასალა ჩაგესვათ და უფრო კონკრეტულად აგეღწერათ ესა თუ ის აქტივობა.  ამის შემდეგ უფრო ხშირ- ხშირად მოვინახულებ თქვენს ბლოგს.

Tuesday, May 5, 2015

ბათუმის 1-ლი საჯარო სკოლის პროექტის ბლოგის შეფასება

      მოგესალმებით მე ირაკლი ვარ,  სხვა ბლოგების გაცნობის შემდეგ ჩამომიყალიბდა პირადი აზრი, რომ ბათუმის 1-ლი საჯარო სკოლის პროექტი და ბლოგი საინტერესო, ინფორმაციით სავსე და ყველაზე საუკეთესოა.

    ჩემში განსაკუთრებული ინტერესი აღძრა, თქვენმა ექსპერიმენტმა „ქრონობიოტიპების გარკვევის ტესტმა“ ალბათ უნდა მეამაყებოდეს, რადგან „ტოროლა“ გამოვდექი J    

    თქვენმა სლაიდმა „30 ყველაზე მავნე პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისთვის“ ცოტა გულნატკენი დამტოვა, არა ამიტომ რომ, რაიმე ცუდად გაქვთ წარმოდგენილი, არამედ იმიტომ რომ ბევრი ჩემთვის საყვარელი პროდუქტი აღმოვაჩინე თქვენს სიაში: კეტჩუპი, შოკოლადი, კარტოფილის ჩიპსი, კოკა-კოლა, ხსნადი ყავა ეს ის პროდუქტებია, რომელთა გარეშე უბრალოდ ცხოვრება არ შემიძლია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თქვენი ბლოგის გაცნობის შემდეგ ჩემს კვებაში რაღაც-რაღაცეები შეიცვალა.    

    „ჯანმრთელობის დღიურის“ იდეა ძალიან კარგია. მომეწონა რომ მოსწავლეები თვითონ აწარმოებენ მონიტორინგს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ.    

     ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ინტერნეტიდან მოძიებული დიეტებით ცდილობს, წონის პრობლემის მოგვარებას, ალბათ თქვენი ბლოგი ამ ადამიანებსაც დაეხმარებათ სწორი გზის არჩევაში.     

     წყალთან დაკვშირებული რჩევა ერთერთი საუკეთესო რჩევაა, ხშირად მომდომებია „სასუსნავი“ მაშინ როცა არ მშია და ეს ალბათ ერთერთი ცუდი ჩვევაა. ამიტომ თქვენი ბლოგი მეც გამიწევს გარკვეულ დახმარებას.     

   თქვენ სლაიდში „ცოდნის ტრანსფერი“ კარგად ჩანს თუ რა სახის საკვების მიღებაა მიზანშეწონილი, იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ამ საკითხმა განსაკუთრებით დამაინტერესა, რადგან ჩემი სკოლის პროექტთან (,,სასუქები და შხამქიმიკატები, მათი ბუნებრივი ალტერნატივები და ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქტები'') გარკვეული შეხება აქვს.    

     საბოლოო ჯამში, თქვენი ბლოგის გაცნობის დროს, ძალიან ბევრი ვეძებე, რომ აღმომეჩინა რაიმე, რაც არ მომეწონებოდა ან ინტერესს არ აღძრავდა ჩემში, მაგრამ  ასეთი ვერაფერი ვიპოვე. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ თქვენი ბლოგი ჩემი აზრით ყველაზე საუკეთესოა J J

ნაფარეულის სკოლის პროექტის ბლოგის შეფასება


         მოგესალმებით.   მე თამთა კაპანაძე  ვარ და მსურს ჩემი შეხედულებები გაგიზიაროთ ჩვენი მეგობარი  ნაფარეულის  საჯარო სკოლის პროექტთან და ბლოგთან დაკავშირებით.სანამ უშუალოდ პოსტების შეფასებაზე გადავალ მსურს ავღნიშნო, რომ ყველა სკოლის პროექტი და  ბლოგი არაჩვეულებრივია, მაგრამ განსაკუთრებულად მომეწონარატომ? საიდან? რისთვის?“ ძალიან მომწონს ამ ბლოგის დიზაინი და თემატიკა. ამიტომ როდესაც შევიტყვეთ ამ დავალების შესახებ მე ვუთხარი ჩვენი გუნდის სხვა მონაწილეებს რომ ამ ბლგის შესახებ მე დავწერდი  (დავასწარი)  :)

        რაც შეეხება პოსტებსძალიან საინტერესო თემებზეა საუბარი და ბევრი სასარგებლო ინფორმაციის, რჩევის მიღება შეგვიძლია. ასევე ასაღნიშნავი და დასაფასებელია ის ფაქტი, რომ აქტივობებს რომელთაც ისინი ახორციელებენ საინტერესოა და ძალიან  მნიშვნელოვანია.
           პირველი ციკოს პოსტი იყო.  საინტერესო იყო და სასარგებლო რჩევებიც მივიღეთ. მე ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობდი და ძალიან გამომადგება ეს პოსტი/რჩევა  ცხოვრებაში და არა მარტო მხოლოდ მე, არამედ მთლიანად საზოგადოებას.
            შემდეგი ორი პოსტის ავტორი მარიამია. მისი მეორე პოსტი, თამბაქოს შესახებ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგან ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი შეტყობინებაა საზოგადოების მიმართ თამბაქოს მავნელობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ როდესაც საუბარია ცხოვრების ჯანსაღ წესზე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება თამბაქოს მწეველებზე. მე  ძალიან გამიხარდა, რომ ერთ-ერთი აქტივობა სწორედ ამ თემაზე იყო.
             ჩემი შეშფოთება და გაკვირვება გამოიწვია პოსტში ნახსენებმა წინადადებამ : „მე-9 კლასელმა "სტაჟიანმა" მწეველმა“. J J Jდა ბოლოს: მე ვფიქრობ, უმჯობესი იქნება თუ ფოტომასალასთან ერთად  მცირე text ინფორმაციებიც  თუ იქნება. ასე ბლოგი უცხო პირთათვისსაინტერესო ინფორმაციის წყარო გახდება. 



Wednesday, April 29, 2015

ამოცანები და ჩვენი ექსპერიმენტი


   მოგესალმებით მე ირაკლი ვარ და  რამდენიმე საინტერესო აქტივობების შესახებ უნდა გიამბოთ. კლუბის წევრები ერთად შევიკრიბეთ და მარიკა მასწავლებელმა ამოცანები შემოგვთავაზა, რომელიც მინერალური სასუქების კვებითი ღირებულების გაანგარიშებასთან იყო დაკავშირებული.     მოსწავლეები სამ ჯგუფად დავიყავით. თითოეულ ჯგუფს მოგვეცა  დავალება გამოგვეანგარიშებინა შესაბამისად აზოტიან სასუქებში აზოტის, კალიუმიან სასუქებში კალიუმის,  ფოსფორიან სასუქებში ფოსფორის მასური წილი. ჩვენს პროექტებთან დაკავშირებული ამოცანები   ხალისით ამოვხსენით და შემდეგ ერთად განვიხილეთ.
   

ამოცანების ამოხსნის შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა პრეზენტაციები წარმოვადგინეთ  და ჩვენი ცდების მიმდინარე შედეგები განვიხილეთ.გახსოვთ ალბათ რომ უკვე ორ თვეზე მეტია რაც ჩვენ კარტოფილი, ხორბალი და პომიდორი დავრგეთ და დავთესეთ და მათ განვითარებას ვაკვირდებით. ალბათ გაინტერესებთ როგორ მიმდინარეობს მათი განვითარება ხვადასხვა სასუქების პირობებში.
    I  ჯგუფის წევრებმა, რომლებიც აკვირდებიან ხორბლის განვითარებას (მათ ხორბალი ხუთ ჭურჭელში აქვთ დათესილი), აღნიშნეს, რომ პირველი ნათესი - უნაყოფო მიწისა და ქვიშის ნარევში აღმოცენდა გვიან, არის წვრილ ღეროიანი, ყვითელი, პატარა ფოთლებით. მეორე ნათესი, რომელიც გამდიდრებულია ორგანული სასუქით (გამომწვარი ნაკელი და ნაცარი)საუკეთესოა, ზრდა ნორმალური,ხასხასა მწვანე ფერის,  უკვე მოხდა ბარტყობა,განტოტვა. მესამე  ნათესი რომელსაც აღმოცენების შემდეგ დავაყარეთ აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების ზედმეტი დოზა, დაიწვა,  აღმონაცენი ძალიან სუსტია და ხმება. მეოთხე (კალიუმიანი) და მეხუთე (ფოსფორიანი)ნათესი, რომლებსაც სასუქების ნორმალური დოზა აქვთ, შესაბამისად ნორმალურად ვითარდებიან. მეოთხე ნათესში ჯერ კალიუმიანი სასუქი შევტანეთ, რამდენიმე დღის წინ კი დავამატეთ აზოტი



     II ჯგუფმა, რომელიც ძირითადად კარტოფილის ზრდა - განვითარებას აკვირდება, აღნიშნა, რომ პირველ ჭურჭელში,ქვიშისა და მწირე მიწის ნარევში აღმოცენებული კარტოფილის ღერო სუსტი და განუვითარებელია, ისე წვრილია, რომ ვერტიკალურად დგომა უჭირს, ფოთლებიც მოყვითალო ფერისაა. მეორე ჭურჭელში რომელიც ორგანული სასუქითაა გამდიდრებული, კარტოფილის ღერო მსხვილია, მუქი მწვანე ფერის, ზრდა საუკეთესოდ  მიმდინარეობს, განტოტვა და გაფოთვლა კარგია.მესამე ჭურჭელში, რომელიც აზოტითაა გამდიდრებული მცენარე ასევე კარგად ვითარდება, ნორმალური განტოტვა აქვს, მსხვილი ღერო და კარგად განვითარებული ფოთლები - მუქი მწვანე. მეოთხე ნათესი, რომელიც კალიუმიანი სასუქითაა გამდიდრებული, ოდნავ ჩამორჩება მესამე ჭურჭლის ნათესს განვითარებაში. მეხუთე ნათესი, რომელიც ფოსფორით გამდიდრებულია, თითქმის მეოთხე ნათესის ანალოგიურია.

 III ჯგუფმა აღნიშნა, რომ პომიდორის ჩითილები გადაირგა 5 ჭურჭელში, და დაემატათ ორგანული და არაორგანული სასუქები.


   P.S. შემდეგი პოსტებში მოგითხრობთ საინტერესო ექსპერიმენტების შესახებ, რომლებიც  სასუქების გამოცნობას შეეხება, აგრეთვე სოფლის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებზე . ყველაზე მეტი ინტერესით კი დებატებს დაველოდებით, რადგან საინტერესო სათათბირო თემა გვაქვს,რადგან ჩვენ ბევრი განსხვავებული არგუმენტი დაგვიგროვდა, რადგან ვისწავლეთ ,რომ პრობლემების უკეთ გადაჭრისათვის აუცილებელია შეგვეძლოს სხვადასხვა   პოზიციიდან განვსაჯოთ და ვუყუროთ ყველაფერს, რადგან ამ პროექტის მსვლელობის დროს თანდათან, ჩვენდა შეუმჩნევლად ბევრ რამეში გავერკვიეთ, რადგან ვისწავლეთ აზროვნება და  ფიქრი იმის შესახებ  თუ რა  არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, რატომ გვიჭირს მივსდიოთ მას,  რა მიზეზები გვიშლის ხელს შეიქმნას  ჯანსაღი პროდუქტი, რატომ არის აუცილებელი გაიზარდოს ადამიანების ინფორმაციულობა ამის შესახებ, რა პრობლემებთან არის დაკავშირებული  სოფლად მხოლოდ ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანა, რა პრობლემები, მოსაზრებები და თავდასაცავი არგუმენტები   აქვთ ფერმერებს, როცა ისინი საზიანო სასუქებსა და შხამქიმიკატებს იყენებენ.

Wednesday, April 22, 2015

სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენება სოფლად

!¥ მოგესალმებით, მე ირაკლი ვარ და ამჯერად გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ სასუქებსა და შხამქიმიკატებს ჩვენს სოფელში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად. გადავწყვიტეთ მოსახლეობის გამოკითხვის გარდა  დრო შეგვერჩია და პრაქტიკულად გადაგვეღო სასოფლო სამეურნეო ნაკვეთის შხამქიმიკატებით შეწამვლის და სასუქების შეტანის პროცესი. როგორც იქნა უამინდობის შემდეგ ერთი ისეთი დღე შევარჩიეთ, როცა კარტოფილის თესვის პროცესი სოფლად ისევ განახლდა. 
      რამდენიმე ოჯახს ვესტუმრეთ მინდვრად, რომელსაც კარტოფილი დათესილი ჰქონდა და ნაკვეთს შხამქიმიკატებს ასხურებდა . საინტერესო პროცესი იყო და ვიდეოებიც გადავიღეთ. შხამქიმიკატებს
(ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე)


(ჰერბიციდები:,,კლინი’’ და ,,მეტრიკი’’) წინასწარ აზავებდნენ განსაზღვრული რაოდენობის წყალში და სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მთელ ნაკვეთზე ასხურებდნენ. აღნიშნული საშუალება გამოიყენება სარეველა მცენარეების გასანადგურებლად და კარტოფილს იმდენჯერ გათოხვნა აღარ სჭირდება. მართალია ადამიანების ფიზიკური ენერგია იზოგება, მაგრამ რამდენად აზიანებს იგი თვითონ დათესილ პროდუქტს ან რამდენად არის საშიში იმ ადამიანისათვის ვინც მას მოიხმარს დამცავი საშუალების გარეშე ? 

     ზოგიერთი ოჯახი კარტოფილს დათესვამდე სპეციალურ წამალს ასხავს, რომელსაც ,,პრესტიჟი’’ ჰქვია , ეს წამალი  კარტოფილს კოლორადოს ხოჭოსაგან იცავს. კოლორადოს ხოჭო კარტოფილის მოსავლის დაუძინებელი მტერია, ელვის სისწრაფით მრავლდება. ფოთლებსა და ღეროებს ძირითადად მატლები აზიანებენ, რის შედეგადაც ძლიერ მცირდება ნაყოფის რაოდენობა. საქართველოში კოლორადოს ხოჭო პირველად 1974 წელს შენიშნეს. ის სათესლედ და საკვებად შემოტანილ კარტოფილს შემოჰყვა. მოგვიანებით საქართველოს მთიან რაიონებშიც გამოჩნდა და პომიდვრისა და წიწაკის ნათესების დაზიანებაც დაიწყო. კოლორადოს ხოჭო მნიშვნელოან ზიანს აყენებს ძაღლყურძენასებრთა ნათესებს.   ჩვენ ხშირად გვინახავს ამ წითელი ხოჭოებით მთლიანად დაფარული ფოთლები. თუ დათესვამდე არ მოხდა კარტოფილის ხოჭოს წამვლით შეწამვლა, მაშინ ფერმერს უკვე გაზრდილი მცენარის შეწამვლა უხდება 2-3-ჯერ  სეზონზე. ეჭვიც არ გვეპარება  ასეთი გზით მიღებული პროდუქტი როგორ საზიანოდ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სამწუხაროა ბევრმა ფერმერმა არც კი  იცის იმ ბუნებრივი ალტერნატივების არსებობის შესახებ, რომლის გამოყენებაც თავიდან აგვაცილებს ამ შხამქიმიკატებს. მომდევნო პოსტებში მათ შესახებ აუცილებლად ვისაუბრებთ.


  (ვიდეოს სანახავად გადადი ლინკზე)  
სასუქების გამოყენებას რაც შეეხება სოფლად ორივე სასუქის ორგანული და არაორგანულის  გამოყენება ხდება. ჩვენს ფოტოებზე ეს პროცესიც აღვბეჭდეთ და ვიდეოც გადავიღეთ როგორ შეჰქონდათ აზოტი ნიადაგში უშუალოდ კარტოფილის თესვის პარალელურად. ზოგი ოჯახი საერთოდ უარს ამბობს სასუქების გამოყენებაზე, ორგანული სასუქი შეაქვს  და ჯანსაღი პროდუქცია მოჰყავს. ორგანული  სასუქი ყველაზე ეფექტური სასუქია კარტოფილისათვის.  გვინდა ასეთი ჯანსაღი გზით მიღებული პროდუქტი ბევრი იყოს და საქართველოში სოფლებმა ჯანსაღი პროდუქტები აწარმოოს.